საზოგადოებრივი
104.5 FM
662

Daily Mail - პაულინიო „ბარსელონაში“ გადავიდა

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-08-13 01:37:00

ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილი ნახევარმცველი პაულინიო, რომელიც 2015 წლიდან დღემდე ჩინურ კლუბ "გუანგჯოუ ევერგრანდში" თამაშობდა, "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა - ამის შესახებ წერს ინგლისური Daily Mail.

გამოცემის მონაცემებით, 29 წლის ბრაზილიელის ტრანსფერის თანხამ 40 მილიონი ევრო შეადგინა.

2017 წლის სეზონში, პაულინიომ 20 მატჩი ჩაატარა ჩინეთის სუპერლიგაში და 6 გოლი გაიტანა. ჩინეთში ის ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

პაულინიო ბრაზილიის ნაკრების წევრია და მის რიგებში 41 მატჩი და 9 გოლი აქვს დაგროვებული.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე