საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

880

უსაინ ბოლტმა კარიერის ბოლო სტარტი ტრავმით და წაგებით დაასრულა

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-08-13 01:18:00

მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს კაცებს შორის 4x100 მეტრზე ესტაფეტა გაიმართა. ეს იყო ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერის უსაინ ბოლტის ბოლო სტარტი კარიერაში.

ბოლტი იამაიკის ნაკრებში ბოლო ეტაპზე გარბოდა. იამაიკელებს მინიმუმ ბრინჯაოს მოპოვების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ უსაინი ფინიშამდე დაახლოებით 60-70 მეტრით ადრე, ჯერ კოჭლობით სირბილზე გადავიდა, შემდეგ კი სარბენ ბილიკზე დაეცა.

ჩემპიონი სენსაციურად ბრიტანეთის ნაკრები გახდა, მეორეზე აშშ გავიდა და მესამეზე - იაპონია.

უსაინ ბოლტმა ამ ჩემპიონატზე 100 მეტრზეც იასპარეზა და მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. იამაიკელი მსოფლიოს 11-გზისა და 8-გზის ოლიმპიური ჩემპიონია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უსაინ ბოლტმა ბრილიანტის ლიგა 9,95 წამით მოიგო
უსაინ ბოლტმა ბრილიანტის ლიგა 9,95 წამით მოიგო
ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა „ბრილიანტის ლიგის" ეტაპზე კარიერაში ბოლო
წაკითხვა
უსაინ ბოლტი მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროსთვის იბრძოლებს
უსაინ ბოლტი მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროსთვის იბრძოლებს
ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი ლონდონში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ დისციპლინაში მიიღებს მონაწილეობას - 100 მეტრი რბენა და 4x100 მეტრზე
წაკითხვა
უსაინ ბოლტმა შესაძლოა, კარიერა ფეხბურთში გააგრძელოს
უსაინ ბოლტმა შესაძლოა, კარიერა ფეხბურთში გააგრძელოს
ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შეეცდება
წაკითხვა
უსაინ ბოლტმა ჩეხეთში მოკლე სპრინტი მოიგო
უსაინ ბოლტმა ჩეხეთში მოკლე სპრინტი მოიგო
კარიერაში ერთ-ერთი ბოლო გარბენი შეასრულა იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა. მან ჩეხეთის ქალა
წაკითხვა