საზოგადოებრივი
104.5 FM
925

სამტრედიაში, გულშემატკივარმა მსაჯებს ბოთლი ესროლა

ირმა ჭოლაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-12 22:48:00


სამტრედიაში, საფეხბურთო მოედანზე ინციდენტი მოხდა, სადაც „სამტრედია“ და თბილისის „დინამო“ შეხვდნენ ერთმანეთს. ანგარიში ფრედ 1-1 დასრულდა, რამაც „სამტრედიის“ გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია. ერთ-ერთმა მათგანმა ტრიბუნიდან ბოთლი მსაჯების მიმართულებით ისროლა. პოლიციის თანამშრომლებმა კი, აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

თამაშის პირველი ნაწილი ფრედ 0-0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში ანგარიში ჯერ სტუმრებმა გახსნეს, თამაშის ბოლო წუთებზე კი, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც სამართალდამცველთა ჩარევით აღიკვეთა. საქმის ძიება ადმინისტრაციული სამართალწარმოებით, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოლეგია სამტრედიაში მომხდარ ინციდენტზე, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში იმსჯელებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ლიონელ მესიმ „ოლიმპიაკოსთან“ მატჩის დროს წინდაში დამალული აბი შეჭამა
ლიონელ მესიმ „ოლიმპიაკოსთან“ მატჩის დროს წინდაში დამალული აბი შეჭამა
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ბარსელონასა
წაკითხვა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას უმასპინძლებს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას უმასპინძლებს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს და კვიპროსსა და
წაკითხვა
„დინამომ“ „ლოკომოტივს“ მოუგო და ლიდერობა განიმტკიცა
„დინამომ“ „ლოკომოტივს“ მოუგო და ლიდერობა განიმტკიცა
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტური „დინამო არენაზე“ თბილისური 
წაკითხვა
საქართველოს 19-წლამდელმა ფეხბურთელებმა ფინეთს მეორედაც მოუგეს
საქართველოს 19-წლამდელმა ფეხბურთელებმა ფინეთს მეორედაც მოუგეს
საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებ
წაკითხვა
ვლადიმერ ვაისი - მივმართავ ევროპულ კლუბებს, დაფიქრდით კანკავაზე
ვლადიმერ ვაისი - მივმართავ ევროპულ კლუბებს, დაფიქრდით კანკავაზე
სერბეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა. 
წაკითხვა
სერბეთის მთავარი მწვრთნელი - საქართველოსთან უმძიმესი შეხვედრა გვქონდა
სერბეთის მთავარი მწვრთნელი - საქართველოსთან უმძიმესი შეხვედრა გვქონდა
ბელგრადში, სტადიონ „რ
წაკითხვა
საქართველო სერბეთთან დამარცხდა
საქართველო სერბეთთან დამარცხდა
ბელგრადში, სტადიონ „
წაკითხვა
სერბეთი-საქართველო - პირველი ტაიმის შემდეგ 0:0
სერბეთი-საქართველო - პირველი ტაიმის შემდეგ 0:0
ბელგრადში, სტადიონ „რ
წაკითხვა