საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

364

პრემიერლიგა - ჩემპიონმა სეზონი წაგებით დაიწყო

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-08-12 22:35:00

ინგლისის პრემიერლიგაში პირველი ტური შვიდი მატჩით გაგრძელდა.

წაგებით დაიწყო სეზონი მოქმედმა ჩემპიონმა "ჩელსიმ". ანტონიო კონტეს გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0:3-ს აგებდა შინ "ბარნლისთან" და მიუხედავად იმისა, რომ ცხრა კაცით დარჩენილმა (გააძევეს კეჰილი და ფაბრეგასი) მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო.

შაბათს გამართული მატჩებიდან აღსანიშნავია "ევერტონის" 1:0 მოგება "სტოკთან". ერთადერთი გოლი ლივერპულურ გუნდში დაბრუნებულმა უეინ რუნიმ გაიტანა. ახლა, ამ ფეხბურთელს პრემიერლიგაში 300 გოლში აქვს მიღებული მონაწილეობა - 199 გოლი და 101 შედეგიანი პასი. მასზე წინ მხოლოდ ალან შირერია (324).

"ლივერპულმა" "უოტფორდთან" 90-ე წუთზე დაკარგა მოგება. ლივერპულელთა რიგებში განაცხადში არ ყოფილა ფილიპე კოუტინიო.

შაბათის მატჩების შედეგები:

უოტფორდი-ლივერპული 3:3

გოლები: 1:0 ოკაკა (8), 1:1 მანე (29), 2:1 დუკური (32), 2:2 რობერტო ფირმინო (55-პენ), 2:3 სალაჰი (57), 3:3 ბრიტოსი (90)

ჩელსი-ბარნლი 2:3

გოლები: 0:1 ვოუკსი (24), 0:2 ს. უორდი (39), 0:3 ვოუკსი (43), 1:3 ალვარო მორატა (69), 2:3 დავიდ ლუიში (88)

კრ. პალასი-ჰადერსფილდი 0:3

გოლები: 0:1 ჯ. უორდი (23-საკ. კარში), 0:2 მუნიე (26), 0:3 მუნიე (78)

ევერტონი-სტოკი 1:0

გოლი: 1:0 რუნი (45)

საუთჰემპტონი-სუონსი 0:0

ვესტ ბრომვიჩი-ბორნმუთი 1:0

გოლი: 1:0 ჰეგაზი (31)

ბრაიტონი-მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 აგუერო (70), 0:2 დანკი (75-საკ. კარში).

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონატში 2000 ქულა დააგროვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონატში 2000 ქულა დააგროვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 23-ე ტური სამტრედიასა და თბილისში გამართული მატჩებით დასრულდა. სამტრედიაში ფო
წაკითხვა
საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები უკრაინული ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა
საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები უკრაინული ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა
ბორისპოლის კოლოსის სტადიონზე 17-წლამდელ ფ
წაკითხვა
17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები უკრაინული ტურნირის ფინალის პირველ ტაიმში 3:0 იგებს
17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები უკრაინული ტურნირის ფინალის პირველ ტაიმში 3:0 იგებს
დღეს ბორისპოლის კოლოსის სტადიონზე 17-წლამ
წაკითხვა
რუსეთის პრემიერლიგა - ანანიძემ კვირკველიასთან წააგო
რუსეთის პრემიერლიგა - ანანიძემ კვირკველიასთან წააგო
რუსეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ცენტრალური მატჩი იყო მოსკოვური დერბი, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი "სპარტაკი" "ლოკომოტივს" მასპინ
წაკითხვა
საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ესტონეთსაც მოუგო
საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ესტონეთსაც მოუგო
დღეს, კიევში ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირზე, საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმ
წაკითხვა
ფიფა-მ საუკეთესო ფეხბურთელის 24 ნომინანტი დაასახელა
ფიფა-მ საუკეთესო ფეხბურთელის 24 ნომინანტი დაასახელა
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა 24 ფეხბურთელის სია. ისინი პრ
წაკითხვა
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ქართველ ქალთა საფეხბურთო კლუბი ევროტურნირზე ითამაშებს
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ქართველ ქალთა საფეხბურთო კლუბი ევროტურნირზე ითამაშებს
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ქართველ ქალთა საფეხბურთო კლუბი ევროტურნირზე ითამაშებს. 
წაკითხვა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები უკრაინაში გაემგზავრა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები უკრაინაში გაემგზავრა
16-20 აგვისტოს, კიევი ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირს უმასპინძლებს.
წაკითხვა