საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

1862

ჯანო ანანიძემ მოსკოვურ დერბიში 3 წუთი ითამაშა

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-08-12 22:11:00

რუსეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ცენტრალური მატჩი მოსკოვში გაიმართა, რომელშიც ცსკა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს "სპარტაკს" მასპინძლობდა. წინა ტურისგან განსხვავებით, ამჯერად, "სპარტაკის" ძირითადში ვერ ვიხილეთ ჯანო ანანიძე. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი 87-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

"სპარტაკი" 48-ე წუთზე გატანილი გოლით (პაშალიჩი) იგებდა, მაგრამ 83-ე და 84-ე წუთებზე შჩენიკოვმა და ვიტინიომ ცსკა-ს 2:1 გამარჯვება მოუტანეს.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გუნდებს შორის ჩხუბი ატყდა.

ამ მოგებით, ცსკა მეოთხე ადგილზე გადავიდა გათამაშების ცხრილში, "სპარტაკი" კი მერვე ადგილზეა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი