საზოგადოებრივი
104.5 FM
2672

„დასავლეთი 2017“ - გამოიყენებს თუ არა რუსეთი ახალი ომის დასაწყებად სამხედრო წვრთნებს

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-12 20:52:00


14 სექტემბრიდან რუსეთი სამხედრო წვრთნებს იწყებს. რუსეთის თავდაცვის უწყება ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნებისთვის ემზადება. სამხედრო სწავლებისთვის მზადება, რომელიც რუსეთმა ბელარუსთან ერთად უნდა გამართოს, ერთი წლის წინ დაიწყო. ის ორი ქვეყნის 6 სამხედრო პოლიგონზე გაიმართება. 


„10 200 სამხედრო იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, აქედან 7 200 ბელარუსის შეიარაღებული ძალების წევრი“ - აცხადებს ბელარუსის თავდაცვის მინისტრი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ „დასავლეთი 2017“-ში 13 000 სამხედრო მოსამსახურე იქნება ჩართული. ეს ოფიციალური მონაცემებია, რასაც რუსული მხარე ავრცელებს. 

ასე იყო 2013 წელსაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სწავლება „დასავლეთი 2013“-ში 12 000 სამხედრო გამოიყვანეს. თუმცა, წვრთნების დასრულების შემდეგ, უცხოელი ექსპერტები ამბობდნენ, რომ მათი ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვმა 80 000-ს გადააჭარბა.

რუსეთმა „დასავლეთი 2013“-ის დასრულებიდან ერთ წელიწადში ყირიმის ანექსია მოახდინა. ამჯერადაც, ევროპაში და აშშ-ში ფიქრობენ, რომ სექტემბერში დაგეგმილ წვრთნებში გაცილებით მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, ვიდრე ეს ოფიციალურად არის გამოცხადებული და სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი 13 000-ის ნაცვლად 100 000-მდე იქნება. 


სწავლების მიზანი ბელარუსის შეიარაღებულ ძალებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების თავსებადობის შემოწმებაა. ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ნატო-ს უკავშირდება. მათ უნდა მოახდინონ დემონსტრირება იმისა, თუ რამდენად მზად არიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ალიანსის მხრიდან წამოსულ თავდასხმას გაუმკლავდნენ. 

წვრთნები ნატო-ს წევრი ქვეყნების საზღვრებთან გაიმართება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ნატო „დასავლეთი 2017“-ის ჩატარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და რუსეთიდან წვრთნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს. „დასავლეთი 2017“-თან დაკავშირებული დეტალების გასარკვევად, ნატო-მ ივლისში ნატო-რუსეთის საბჭო მოიწვია. 

„შეხვედრაზე ბევრი ვისაუბრეთ სამხედროების რიცხვზე. ჯარისკაცების გარდა, სამხედრო ტექნიკაზე, გემებსა და თვითმფრინავებზე, რომლებიც სწავლებაში უნდა ჩაერთონ. უკვე გვაქვს ძალიან ბევრი მიზეზი ვიფიქროთ, რომ გაცილებით მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას წვრთნებში, ვიდრე ეს რუსეთის თავდაცვის სამინიტროს მიერ არის დაანონსებული. სამწუხაროდ, ამის გამოცდილება გვაქვს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს ვენის დოკუმენტის დაცვისკენ. ამ დოკუმენტის თანახმად, წვრთნების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა იყოს. უცხოელ დამკვირვებლებს მონიტორინგის ჩატარების უფლება უნდა ჰქონდეთ. ამ კონტექსტში განვიხილეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის უსაფრთხოებაც. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შეშფოთების საგანს წარმოადგენს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ.

ვენის 2011 წლის დოკუმენტის თანახმად, თუ ეუთო-ს წევრი ქვეყნები სამხედრო წვრთნებში 13 000-ზე მეტ სამხედროს გამოიყვანენ, მაშინ ეუთო-ს წევრებმა სწავლებას მონიტორინგი უნდა გაუწიონ და დამკვირვებლების სტატუსით დაესწრონ. ნატო-ში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, ალიანსის წევრების მიმართ ისინი მოახლოებულ საფრთხეს ვერ ხედავენ, მაგრამ მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ნატო-ს ქვეყნების დასაცავად. ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილება არის და იქნება თავდაცვითი ხასიათის და იმ საფრთხის პროპორციული, რაც შესაძლოა ალიანსს დაემუქროს. 

ნატო-მ ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში ალიანსის 4 ბატალიონის გადაწყვეტილება მიიღო და ამით ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგი გააძლიერა. ნატო-ელი სამხედროები უკვე ადგილზე იმყოფებიან. 4 ბატალიონი 4 ათასზე მეტი სამხედროსგან ჩამოყალიბდა და მათი რიცხვის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება. სამხედრო წვრთნებზე დასწრებას ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფო ითხოვს. 

ესტონეთმა ბელარუსის შესაბამისს ორგანოებს ოფიციალური წერილით მიმართა. 

„ჩვენ სერიოზულ და ღრმა ანალიზს ვაკეთებთ წვრთნების მზადების შესახებ. შესაძლოა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები წვრთნების შემდეგაც დარჩნენ ბელარუსის ტერიტორიაზე. ეს არ არის ჩემი მოსაზრება . დასკვნებს მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად ვაკეთებთ“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა. 

„სამხედრო მანევრების მოახლოებასთან ერთად, ჩვენ ვხედავთ რისკების ზრდას. წვრთნების დროს მოხდება აგრესიული სამხედრო ძალების დისლოცირება ჩვენს საზღვრებთან. ეს ძალები დემონტრაციულად უნდა მოემზადონ დასავლეთთან ომისთვის. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ნატოსთან თავდაცვის გეგმებზე“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ. 

გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ამ წვრთნების განმავლობაში ლიტვაში დისლოცირებული იქნება ამერიკელი ჯარისკაცების, სამხედრო ტექნიკის, საზღვაო და საჰაერო ძალების დამატებითი შემადგენლობა. საუბარია 600-მდე ამერიკელ სამხედროზე.

ლიტვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს არის კიდევ ერთი გზავნილი რუსეთისთვის, რომ ვაშინგტონი ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

„წვრთნების ჩატარება რუსეთის უფლებაა. პრობლემას პროცესის ტრანსპარენტულობა წარმოადგენს. სამი წლის განმავლობაში არ მინახავს ერთი ჟურნალისტიც კი, ვინც რუსულ წვრთნებზე გაშუქების მიზნით დაეშვათ. ეს პრობლემას ქმნის და ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს. თუ რუსეთს სტაბილურობა სურს და საზღვრებთან უსაფრთხოება, მაშინ მათ დამკვირვებლებთან ერთად, ჟურნალისტებიც უნდა დაპატიჟონ“, - განაცხადა აშშ-ის გენერალმა ევროპაში. 

ევროპაშიც და აშშ-ც არაერთმა გენერალმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ „დასავლეთ 2017“-ს რუსეთი ბელარუსში სამხედრო წარმომადგენლობის გასაზრდელად გამოიყენებს და სამხედრო წვრთნები ამ მიზნის მისაღწევად წინაპირობას შექმნის. 


ბელარუსი ნატო-ს სამ წევრ სახელმწიფოს პოლონეთს, ლიტვასა და ლატვიას ესაზღვრება. 

„ეს ძალიან დიდ რისკს წარმოადგენს და ეს არ არის ჩვენი პარანოია“, - განაცხადა გაეროს სპეციალური ოპერაციების სარდალმა, გენერალმა ტონი ტომასმა. ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად, დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით, შეშფოთებას უკრაინაც გამოთქვამს.

„უკრაინა ახორციელებს მონიტორინგს და იღებს შესაბამისს ზომებს. უკრაინა არ არღვევს მეზობელი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეს და არავის აძლევს მიზეზს, რომ მათ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები გამოიყენონ. თუ ეს მოხდა, მაშინ ჩვენი საპასუხო ნაბიჯიც შესაბამისი იქნება“, - განაცხადეს დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროში. 

განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას მოჰყვა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის სათათბიროს მიმართავს წინადადებით, რომ ბელარუსში დაგეგმილი წვრთნების დროს, თავდაცვის სამინისტროს საჰაერო სისტემების გამოყენების უფლება მიეცეს. 

„დასავლეთი 2017“ 14 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბერს დასრულდება.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.38% მოიპოვა
წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.38% მოიპოვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მ
წაკითხვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 57.3% მოიპოვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 57.3% მოიპოვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, რომელიც 3644 საარჩევნო უბნიდან 1440-ამდე
წაკითხვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს [ვიდეო]
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს [ვიდეო]
ფოთის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“
წაკითხვა
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ლიდერობს [ვიდეო]
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ლიდერობს [ვიდეო]
ქუთაისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ლიდერობს - ამის შესახებ
წაკითხვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლიდერობს [ვიდეო]
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლიდერობს [ვიდეო]
ბათუმის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლაშა კომახიძე ლიდერობს - ამის შესახებ ცე
წაკითხვა
წინასწარი მონაცემებით, რუსთავის მერის არჩევნებში ირაკლი ტაბაღუა ლიდერობს [ვიდეო]
წინასწარი მონაცემებით, რუსთავის მერის არჩევნებში ირაკლი ტაბაღუა ლიდერობს [ვიდეო]
რუსთავის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა ლიდერობს - ამის შესახებ
წაკითხვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს [ვიდეო]
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს [ვიდეო]
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარი
წაკითხვა
კასპში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
კასპში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
კასპის 30-ე საარჩევნო ოლქის N28 საარჩევნო უბანთან, სადაც ხმებს ითვლიან, მაჟორიტარი დეპუტატობი
წაკითხვა