საზოგადოებრივი
104.5 FM
3443

„ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-12 16:43:00

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა დღეს საჩვენებელი წვრთნა ვაზიანის მეთერთმეტე სასროლეთზე განახორციელეს. საჩვენებელი სწავლება, რომელიც საბრძოლო სროლებით მიმდინარეობდა, თავდაცვით და კონტრშეტევით ამოცანებს ისახავდა მიზნად. 

საჩვენებელ სწავლაში მონაწილეობა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა ჯაველინმა, ამერიკულმა ტანკებმა აბრამსებმა, ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბრედლიმ, ასევე ჯავშანტრანსპორტიორმა სტრაიკერმა და ქართულ შეიარაღებაში არსებულმა ტანკმა ტ 72-მა მიიღეს. 

წვრთნის დასრულების შემდეგ „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიალის დასაწყისში მოწვეულმა სტუმრებმა გარდაცვლილ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და ამერიკელმა გენერალმა მიმართეს. ღონისძიების დასასრულს „ღირსეულ პარტნიორ 2017“-ში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს.

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ 30 ივლისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიხსნა. მასში მონაწილეობა ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მესამედ ჩატარდა. წვრთნაში ჩართული იყო გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი "ბოქსერი", ამერიკული ტანკი "აბრამსი", ქვეითთა საბრძოლო მანქანები "ბრედლი" და ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი "სტრაიკერი", ასევე ამერიკული C-130 ტიპის თვითმფრინავი.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ღირსეული პარტნიორი 2017“  - მრავალეროვნული სწავლების დახურვის ცერემონია ვაზიანის  სამხედრო პოლიგონზე
„ღირსეული პარტნიორი 2017“ - მრავალეროვნული სწავლების დახურვის ცერემონია ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე
„ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა. მრავალეროვნულ სწავლებაში  ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ღირსეული პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა
გიორგი მარგველაშვილი - ღირსეული პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა
საქართველოს პრეზიდენტმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე წვრთნებში მონაწილე სამხედროებს მიმართა.
წაკითხვა
„ღირსეული პარტნიორი 2017“  -  მრავალეროვნული სწავლების  დახურვის ცერემონია ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
„ღირსეული პარტნიორი 2017“ - მრავალეროვნული სწავლების დახურვის ცერემონია ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
ვაზიანის მეთერთმეტე სასროლეთზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ -ის დახურვის ცერემონია მიმდინარეობს.  
წაკითხვა
„ღირსეული პარტნიორი 2017“ – კომბინირებული საბრძოლო სროლები ვაზიანში
„ღირსეული პარტნიორი 2017“ – კომბინირებული საბრძოლო სროლები ვაზიანში
„ღირსეული პარტნიორი 2017“ – კომბინირებული საბრძოლო სროლები ვაზიანში. სწავლების ფარგლებში პირველად, ამერიკის ევროპული სარდლობის მეორე კავალე
წაკითხვა
8 ქვეყნის წარმომადგენელმა ჯარისკაცებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
8 ქვეყნის წარმომადგენელმა ჯარისკაცებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ერთ-ერთი პირველი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მრვალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“  მონაწილეები მივიდნენ. 
წაკითხვა
ვაზიანის IV მექანიზებული და I საარტილერიო ბრიგადების ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა
ვაზიანის IV მექანიზებული და I საარტილერიო ბრიგადების ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა
მრავალეროვნული სწავლება ღირსეული პარტ
წაკითხვა
„ძალა პარტნიორობაშია“ - „ღირსეული პარტნიორი 2017“ გრძელდება
„ძალა პარტნიორობაშია“ - „ღირსეული პარტნიორი 2017“ გრძელდება
ძალა რომ პ
წაკითხვა
ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი „ღირსეული პარტნიორი 2017-ის“ სწავლებას დაესწრო
ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი „ღირსეული პარტნიორი 2017-ის“ სწავლებას დაესწრო
ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი „ღირსეული
წაკითხვა