საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

831

გიორგი მარგველაშვილი - ღირსეული პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა

გამოქვეყნებულია 2017-08-12 16:43:00

საქართველოს პრეზიდენტმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე წვრთნებში მონაწილე სამხედროებს მიმართა.

„მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი, იბადება თავისუფალი, მაგრამ თავისუფალად დაბადებასთან ერთად ადამიანი იბადება ვალდებულებით. ამ ვალდებულების მსახურება  და მსახურების ფორმას თითოეული ჩვენგანი ირჩევს. ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც მას მისი ბედისწერა არგუნებს. დღეს მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც თავისი ვალდებულება თავისი სიცოცხლის, თავისი უნარების ფასად ჩვენი ქვეყნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში ნახა. მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი და ყველაზე მაღალი ვალდებულებაა, რაც შეიძლება ადამიანმა შეასრულოს. მადლობა მინდა გითხრათ ამ სამსახურისთვის.

დღეს დასრულდა მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორობა” . სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017” კიდევ უფრო მრავალფეროვანი, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და კიდევ უფრო საინტერესო არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეიძინეთ ბევრი ახალი მეგობარი და შეიძინეთ ბევრი ახალი უნარი ამ მნიშვნელოვანი სწავლების დროს. ღირსეულია ეს პარტნიორობა იმიტომ, რომ ამ პარტნიორობის მიზნები არის ღირსეული. ამ პარტნიორობის მიზანი არის გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა, ბრძოლა ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ჩაგვრასთან, მის დამონებასთან, უფლებების წართმევასთან, ამ პარტნიორობის მიზანი არის სხვათა თავისუფლების სამსახური და ამიტომ არის ეს პარტნიორობა ღირსეული. ქართველი ჯარისკაცები ამაყად ემსახურებიან ამ მიზანს. ამ პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა, დაცვა იმ ერისა რომელმაც ისტორიაში გაიტანა თავისი დამოუკიდებლობა და მომავალ საუკუნეებშიც დამოუკიდებელ ქვეყანას შექმნის, ერთიან ქვეყანას შექმნის, დაცულ ქვეყანას შექმნის და ამიტომ არის ეს ღირსეული სამსახური. ამ ღირსეულ სამსახურს სულ ცოტა ხნის წინ შეეწირა ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენი თანამებრძოლი მდინარი ბებიაშვილი, სულ ცოტა ხნის წინ ამ მაღალი მიზნებისთვის დაიღუპა, მე ქედს ვიხრი მისი და მისი სხვა დაღუპული თანამებრძოლების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე ვინც თავისი თავი, თავისი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების დაცვაში დაინახა.

მივესალმები და მადლობას ვუხდი ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, შესაბამის უწყებებს, ვინც ასეთი ფართომასშტაბიანი და ჰარმონიული სწავლების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.

ქართველი ერი, ქართული საზოგადოება მადლობელია თქვენი სამსახურისთვის და თქვენი მშობლიური ქვეყნებიც მადლობელი არიან იმ სამსახურისთვის, რასაც თქვენ მათ უწევთ.

ჩვენს საზოგადოებებს აქვს უნარი განვითარდეს, იმიტომ რომ თქვენ აი ამ ვალდებულებას, რომელზეც მე ვსაუბრობდი პირნათლად ემსახურებით.

მადლობა პირადად ჩემგან და ქართული საზოგადოებისგან ამ სამსახურისთვის. ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ჩვენს მეგობრებს",- განაცხადა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლამდე ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დასრულების ცერემონიას დაესწრო. საერთაშორისო სწავლების დასრულება საჩვენებელი საველე სწავლებით აღინიშნა. სწავლებას ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ევროპაში აშშ-ის არმიის G3-ის უფროსი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. მრავალეროვანი სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდო გადაეცათ. ვაზიანის პოლიგონზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი მარგველაშვილი - გულწრფელობა გამოჩნდებოდა მაშინ, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენის შედეგებს გავაუქმებდით და მართლა დავიწყებდით საუბარს ქვეყნის ძირითადი კანონის თაობაზე
გიორგი მარგველაშვილი - გულწრფელობა გამოჩნდებოდა მაშინ, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენის შედეგებს გავაუქმებდით და მართლა დავიწყებდით საუბარს ქვეყნის ძირითადი კანონის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის განახლებას სწორ ნაბიჯად მიიჩნევს და მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ჩაერთოს ამ განხი
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - პრინციპულად და შეგნებულად არ ვუსმენ არც ერთ ფარულ ჩანაწერს და სხვებსაც ამას მოვუწოდებ
გიორგი მარგველაშვილი - პრინციპულად და შეგნებულად არ ვუსმენ არც ერთ ფარულ ჩანაწერს და სხვებსაც ამას მოვუწოდებ
პრინციპულად და შეგნებულად არ ვუსმენ არც ე
წაკითხვა
საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის ომის დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის ომის დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აფხაზეთის ომის 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ძმათა შორის ომმა, რომლის გაჩა
წაკითხვა
„ღირსეული პარტნიორი 2017“  - მრავალეროვნული სწავლების დახურვის ცერემონია ვაზიანის  სამხედრო პოლიგონზე
„ღირსეული პარტნიორი 2017“ - მრავალეროვნული სწავლების დახურვის ცერემონია ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე
„ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა. მრავალეროვნულ სწავლებაში  ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილ
წაკითხვა
„ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა
„ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახუ
წაკითხვა
„ღირსეული პარტნიორი 2017“  -  მრავალეროვნული სწავლების  დახურვის ცერემონია ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
„ღირსეული პარტნიორი 2017“ - მრავალეროვნული სწავლების დახურვის ცერემონია ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
ვაზიანის მეთერთმეტე სასროლეთზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ -ის დახურვის ცერემონია მიმდინარეობს.  
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - შინდისის ბრძოლა გმირობისა და თავდადების სიმბოლოა
გიორგი მარგველაშვილი - შინდისის ბრძოლა გმირობისა და თავდადების სიმბოლოა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შინდისის ბრძოლის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით &
წაკითხვა
„ღირსეული პარტნიორი 2017“ – კომბინირებული საბრძოლო სროლები ვაზიანში
„ღირსეული პარტნიორი 2017“ – კომბინირებული საბრძოლო სროლები ვაზიანში
„ღირსეული პარტნიორი 2017“ – კომბინირებული საბრძოლო სროლები ვაზიანში. სწავლების ფარგლებში პირველად, ამერიკის ევროპული სარდლობის მეორე კავალე
წაკითხვა