საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

1567

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ აღარ ვიმღერებთ - ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი და ერთიანი

გენო ოსიყმაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-12 12:42:00

ჩვენ აღარ ვიმღერებთ - ოდესღაც დიდი ყოფილა  საქართველო, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი და ერთიანი, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა „დიდგორობა 2017“- ზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას „დიდგორობა“ მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღეა, ეს არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის ძლიერების.

„მინდა ყველას მივულოცო „დიდგორობა“. ეს არის ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, ეს არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის ძლიერების. დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული, თანმიმდევრული შრომით პირველ რიგში, სიბრძნით და რა თქმა უნდა სიმამაცით. ჩვენ, ქართველებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანნი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი, ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და მინდა ჩვენს ქვეყანას ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით, რა თქმა უნდა საქართველო იქნება ძლიერი. ჩვენ აღარ ვიმღერებთ ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო, ვიმღერებთ რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს, სპეციალურად დიდგორობისთვის, ეწვია ყივჩაღი ყაზახეთიდან, ფონდ "საღადათ ნურმაგამბეტოვის" პრეზიდენტი საფარ ისკაკოვი, რომელმაც ქართველ ხალხს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ქართველთა და ყივჩაღთა საერთო დღესასწაული, რადგან დიდგორის ველზე, თავსუფლებისთვის ბრძოლაში ქართველებთან ერთად ყივჩაღების სისხლიც დაიღვარა.

პრემიერ-მინისტრმა მას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დიდგორი იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის ასევე არის ყაზახ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობის სიმბოლო. 

დიდგორობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილმა, დავოსის მერთან ერთად, კურორტი „ბიოლი“ დაათვალიერა და ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა
გიორგი კვირიკაშვილმა, დავოსის მერთან ერთად, კურორტი „ბიოლი“ დაათვალიერა და ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მერთან ერთად, სამედიცინოგამაჯანსაღებელი კურორტი „ბიოლი“ დაათვალიერა და ახალი საკ
წაკითხვა
„დიდგორობა 2017“  -  საზეიმო ღონისძიებები დიდგორის ველზე
„დიდგორობა 2017“ - საზეიმო ღონისძიებები დიდგორის ველზე
„დიდგორობა 2017“  - დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდგორის ველზე საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.  
წაკითხვა
დიდგორის ველზე „დიდგორობას“ აღნიშნავენ
დიდგორის ველზე „დიდგორობას“ აღნიშნავენ
დიდგორის ველზე დიდგორობა აღინიშნება. აქ შეკრიბილები არიან  მოქლაქეები, გაკეთებულია სიმბოლური სოფელი, სადაც  წარმოდგენილია ქართული რეწვის ნი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი ზაზა ფაჩულიას - შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი ძალა საქართველოსთვის
გიორგი კვირიკაშვილი ზაზა ფაჩულიას - შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი ძალა საქართველოსთვის
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დამოკიდე
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - სიტყვები, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ყველაფრის მთქმელია
გიორგი კვირიკაშვილი - სიტყვები, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ყველაფრის მთქმელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მ
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრე
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის შეხვედრა გაიმართება
მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის შეხვედრა გაიმართება
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი აშშ-ი
წაკითხვა
მაიკ პენსი - ჩემზე და კერენზე უდიდესი ემოციური გავლენა იქონია მოქალაქეთა ხილვამ, რომლებიც ამერიკული და ქართული დროშების ფრიალით დაგვხვდნენ
მაიკ პენსი - ჩემზე და კერენზე უდიდესი ემოციური გავლენა იქონია მოქალაქეთა ხილვამ, რომლებიც ამერიკული და ქართული დროშების ფრიალით დაგვხვდნენ
ჩემზე და კერენზე უდიდესი ემოციური გავლენა
წაკითხვა