საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

307

ინციდენტი მესხის სახელობის სტადიონზე - რა გახდა თბილისის „ლოკომოტივისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვედრის შეწყვეტის მიზეზი

გამოქვეყნებულია 2017-08-12 12:20:00


საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვედრა 85-ე წუთზე შეწყდა. 

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის ჩაშლის მიზეზი მეტოქე გუნდების გულშემატკივართა ფიზიკური დაპირისპირება გახდა. თუმცა, მანამდე მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა თამაში ორჯერ შეაჩერა, რადგან ტრიბუნებიდან მოედანზე მაშხალები ისროლეს. 

სამართალდამცავებმა „ტორპედოს“ გულშემატკივრები სტადიონიდან გაიყვანეს და ვითარება განიმუხტა. თუმცა, თამაში აღარ განახლებულა. თამაშის შეწყვეტამდე  „ლოკომოტივი“ 2:0 იგებდა. 

რომელი მხარე დაჯარიმდება მომხდარის გამო, ამაზე ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს. 

ფეხბურთის ფედერაციასა და ქუთაისის “ტორპედოში” ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. თბილისის „ლოკომოტივმა“ კი განცხადება გაავრცელა. 

„მატჩის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც სტადიონის ტრიბუნაზე გულშემატკივარს შორის დაპირისპირება მოხდა. მატჩის შედეგისა და სანქციების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადიციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს“ - წერია საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" განცხადებაში.

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ე.წ. დაშლილების ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდებიან
ე.წ. დაშლილების ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდებიან
ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდებიან.  
წაკითხვა
კახა ოქრიაშვილი - კონსენსუსი მთავარი არ არის, მთავარია ხარისხიანი კონსტიტუცია
კახა ოქრიაშვილი - კონსენსუსი მთავარი არ არის, მთავარია ხარისხიანი კონსტიტუცია
კონსენსუსი მთავარი არ არის, მთავარია ხარისხიანი კონსტიტუცია და ჩვენ მივიღებთ საბოლოო ჯამში ხა
წაკითხვა
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დღეს გაიმართება
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დღეს გაიმართება
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა თბილისში, პარლამენტის შენობაში დღეს გაიმართება.
წაკითხვა
ეკა ბესელია - ველოდები, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქმიან და სამუშაო პირობებში ჩაივლის
ეკა ბესელია - ველოდები, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქმიან და სამუშაო პირობებში ჩაივლის
ველოდები, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან
წაკითხვა
"ლოკომოტივი" და "ტორპედო" 20 000-20 000 ლარით დაჯარიმდნენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა 11 აგვისტოს 85-ე წუთზე შეწყვეტილი "ლოკომოტივი"-&q
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი „ლოკომოტივი“-„ტორპედოს“ მატჩზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი „ლოკომოტივი“-„ტორპედოს“ მატჩზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა “ლოკომოტივი”-,,ტორპედოს” მატჩის დროს მომხდარი ინც
წაკითხვა
 საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით მუშაობას წყვეტს
საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით მუშაობას წყვეტს
საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი დროებით მუშაობას წყვეტს მუშაობას,- ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახ
წაკითხვა
"ლოკომოტივი" - "ტორპედო" ორშაბათს გაგრძელდება
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩი თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის, რომელიც 11 აგვისტოს  85-ე წუთზე შე
წაკითხვა