საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

474

ახალი კონტრაქტით, ზინედინ ზიდანის ხელფასი 8 მილიონამდე გაიზრდება

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-08-12 11:16:00

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შეთანხმებას მიაღწია კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე, - იტყობინება ესპანური გაზეთი AS. ახალი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, ხოლო ფრანგი სპეციალისტის ხელფასი წელიწადში 4.35 მილიონიდან 8 მილიონამდე გაიზრდება.

ზიდანმა "რეალი" 2016 წლის იანვარში ჩაიბარა და უკვე ექვსი ტიტულის მოგება მოასწრო - ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფა-ს სუპერთასი, თითოჯერ - ესპანეთის ჩემპიონატი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი