საზოგადოებრივი
104.5 FM
341

ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის "მასტერსს" ბორნა ჩორიჩთან მატჩით დაიწყებს

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-08-12 10:26:00

მომავალ კვირას, აშშ-ის ქალაქ ცინცინატიში "მასტერსის" სერიის მორიგი ტურნირი დაიწყება. ძირითად ბადეშია ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. წილისყრის შედეგად, მისი პირველი მეტოქე იქნება ხორვატი ბორნა ჩორიჩი, რომელიც მსოფლიოს 55-ე ჩოგანია.

აქამდე ჩოგბურთელები ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს პროფესიულ ტურში - წელს, ლიონის ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილმა სამ სეტში დაამარცხა ხორვატი - 6:4, 5:7, 6:4. ეს ტურნირი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართველისთვის მიმდინარე სეზონში - ლიონში ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ სამ სეტში წააგო ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან.

ამ მომენტისთვის, ბასილაშვილი შორს არის ოპტიმალური ფორმიდან. ქართველს ხუთმატჩიანი წაგებათა სერია აქვს, რომელიც უიმბლდონის მეორე წრიდან იღებს სათავეს. ბასილაშვილს ზედიზედ ოთხ ტურნირზე აქვს წაგებული პირველი რაუნდი.

ბასილაშვილსა და ჩორიჩს შორის გამარჯვებული ცინცინატის "მასტერსის" მეორე წრეში კანადელ მილოშ რაონიჩს შეხვდება, რომელიც პირველ წრეში თავისუფალია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გარბინ მუგურუსა წლის საუკეთესო ჩოგბურთელი გახდა
გარბინ მუგურუსა წლის საუკეთესო ჩოგბურთელი გახდა
ესპანელი გარბინ მუგურუსა ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) ვერსიით წლის საუკეთესო ჩოგბურთელი გ
წაკითხვა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტრავმის გამო თამაში ვერ დაასრულა და ანტვერპენის ტურნირს გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტრავმის გამო თამაში ვერ დაასრულა და ანტვერპენის ტურნირს გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ ტურნირში ჩაება - შანხაის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ბელგიის ქალა
წაკითხვა
ნიკოლოზ ბასილაშვილი 55-ე საფეხურზე ავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი 55-ე საფეხურზე ავიდა
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP), ტრადიციულად, ორშაბათს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ოთხი საფეხურით წაიწია წინ ქართველმა ჩოგბურთელმა
წაკითხვა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტვერპენის ტურნირს ფრანგ ვეტერანთან მატჩით დაიწყებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტვერპენის ტურნირს ფრანგ ვეტერანთან მატჩით დაიწყებს
ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ტურნირს ორშაბათს ფრანგ
წაკითხვა
ოქსანა კალაშნიკოვა ლინცის ტურნირის ფინალში ვერ გავიდა
ოქსანა კალაშნიკოვა ლინცის ტურნირის ფინალში ვერ გავიდა
ავსტრიის ქალაქ WTA-ის ტურნირის წყვილთა თანრიგში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ამ ეტაპის გ
წაკითხვა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტვერპენის ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტვერპენის ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს
საქართველოს პირველი ჩოგანი ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ევროპის ღია ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელ
წაკითხვა
ბასილაშვილი შანხაის „მასტერსის“ პირველ წრეში დელ პოტროს შეხვდება
ბასილაშვილი შანხაის „მასტერსის“ პირველ წრეში დელ პოტროს შეხვდება
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში, შანხაის „
წაკითხვა
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე ითამაშებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე ითამაშებს
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შ
წაკითხვა