საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

858

ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

დავით ბანანაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-12 00:58:00

ჩილეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში კადეტთა შორის საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი გაინაღდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა, რამდენიმე წუთის წინ, ნახევარფინალში, პოლონელი ადამ სტოდოლსკი, 27 წამში სუფთა გდებით დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. 

ბექაურის მეტოქე გადამწყვეტ ორთაბრძოლაში იაპონელი დაიკი ნაკაჰაში იქნება. 

გოგონათა შორის, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ევროპის მოქმედი ჩემპიონი მარიამ ჭანტურია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი ლუკა კაპანაძემ შესძინა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე