საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

648

ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილი ისრაელ კრისტალი 113 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-11 23:36:00


ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილი ისრაელ კრისტალი 113 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. კრისტალი ყველაზე ხანდაზმული იყო მათ შორის, ვინც ჰოლოკოსტს გადაურჩა.

ისრაელ კრისტალი პოლონეთში, სოფელ ზარნოვში, რაბინის ოჯახში დაიბადა. მშობლები ადრე გარდაეცვალა. 

1944 წელს ნაცისტებმა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. მისი ოჯახის წევრები იმ წელსვე დაიღუპნენ, თავად კრისტალი კი 1945 წელს, ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა ჯარისკაცებმა ბანაკში იპოვეს და გადაარჩინეს.

ერთ-ერთ ინტერვიუში კრისტალი ყვებოდა, რომ საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას იგი 34 კგ.-ს იწონიდა.

გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ისრაელ კრისტალი ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ცხოვრობდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ისრაელში გრძელდება - რეპორტაჟი იერუსალიმიდან
გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ისრაელში გრძელდება - რეპორტაჟი იერუსალიმიდან
ისრაელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება.
წაკითხვა
პრემიერმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
პრემიერმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაური, იერუსალიმში ოფიციალური ვიზიტის
წაკითხვა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ანტისემიტიზმი დაგმო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ანტისემიტიზმი დაგმო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ანტისემიტიზმი დაგმო. 
წაკითხვა
მსოფლიო დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლს იხსენებს
მსოფლიო დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლს იხსენებს
მსოფლიო დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლს იხსენებს. მეორე მსფოლიო ომის პერიოდში ნაცისტურმა მესამე რაიხმა საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში 6 მილ
წაკითხვა
ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში
ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში
ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება უჩა ნანუაშვილმა ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გამართა. 
წაკითხვა
ისრაელის პრემიერი: ჰოლოკოსტი აღარასდროს განმეორდება
ისრაელის პრემიერი: ჰოლოკოსტი აღარასდროს განმეორდება
„ჰოლოკოსტი აღარასდროს განმეორდება“, – განცხადება ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ჰოლოკოსტის მემორიალურ ცერემონიაზე გააკეთა. 
წაკითხვა
ღონისძიება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით
ღონისძიება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება გ
წაკითხვა
მარგველაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
მარგველაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას, 
წაკითხვა