საზოგადოებრივი
104.5 FM
1168

ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს

მანანა გიგინეიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-11 21:50:00

თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი სასამართლო განჩინების საფუძველზე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. 

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას.

როგორც „მოამბეს“ დაკავებულების ძმამ განუცხადა, ჯ.ნ. და ჯ.მ. პოლიციაში დაიბარეს და ისინი სამართალდამცავ ორგანოში დაახლოებით 18:00 საათზე გამოცხადდნენ, რის შემდეგაც მათს სახლში სპეცოპერაცია დაიწყო. მისივე ინფორმაციით, ჯ.ნ. და ჯ.მ. სწორედ პოლიციის განყოფილებაში დააკავეს.

დაპატიმრებულების ძმის თქმით, მათი სახლიდან სპეცსამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე პარკში შეფუთული ნივთიერება ამოიღეს და ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება იყო. 

ჯ.ნ.-სა და ჯ.მ.-ს ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად მათ სახლში ნარკოტიკული საშუალებები არ ინახებოდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აშშ-ის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც მერილენდში სამი ადამიანი მოკლა
აშშ-ის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც მერილენდში სამი ადამიანი მოკლა
აშშ-ის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც მერილენდში სამი ადამიანი მოკლა, დაჭრილია  კიდევ ორი ადამიანი.
წაკითხვა
რუსმა სამართალდამცველებმა საქართველოსთან საზღვარზე ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს
რუსმა სამართალდამცველებმა საქართველოსთან საზღვარზე ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს
რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოსთან საზღვარზე დააკავეს ქალი, რომელიც საერთაშორისო ტერორის
წაკითხვა
ქვემო ქართლში სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზატორი დააკავეს
ქვემო ქართლში სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზატორი დააკავეს
სპეცოპერაცია ქვემო ქართლში - შსს-მ ნარკორ
წაკითხვა
გავრცელებული ინფორმაციით, დავით საყვარელიძის დაცვის უფროსის მოადგილე დაკავებულია
გავრცელებული ინფორმაციით, დავით საყვარელიძის დაცვის უფროსის მოადგილე დაკავებულია
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელის დაცვის წევრი იარაღის შეძენი
წაკითხვა
ქვემო ქართლში სპეცოპერაციის შედეგად 25-წლამდე მამაკაცი დააკავეს
ქვემო ქართლში სპეცოპერაციის შედეგად 25-წლამდე მამაკაცი დააკავეს
ქვემო ქართლში, სოფელ ყარათაკლიაში სპეცოპე
წაკითხვა
ქვემო ქართლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ქვემო ქართლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ქვემო ქართლში, სოფელ
წაკითხვა
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძი
წაკითხვა
ერაყის არმიამ კირკუკში სპეცოპერაცია დაიწყო
ერაყის არმიამ კირკუკში სპეცოპერაცია დაიწყო
ერაყის არმიამ
წაკითხვა