საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

გია ცეცაძე - ლეგიონერები ვერ დავიმატეთ, ბოლო მომენტში ერთი იტალიაში წავიდა, მეორე ესპანეთში

მერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-17 23:06:00

ხვალ, 18 ივლისს „დინამო-არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში „სამტრედია“ „ყარაბაღს“ შეხვდება.

დღეს სამტრედიელთა მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ პრესკონფერენცია გამართა. 

„ვეცდებით, რომ ხვალინდელი თამაში მოვიგოთ. მთავარია, რომ გასული მატჩებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და სამომავლოდ წინ წავიწიოთ. „სამტრედია“ საქართველოს სახეა და სამწუხაროა, რომ ბაქოში განცდილი მარცხი ყველაფერზე მეტყველებს. თუმცა, თუ ცივ გონებაზე შევაფასებთ მატჩს, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო სამი გოლი 83-ე წუთის შემდეგ გავუშვით, რისი მიზეზიც კონცენტრაციის დაკარგვა იყო. სწორედ ეს არის იმ სხვაობის შედეგი, რაც ჩვენს ჩემპიონატებს შორის, თამაშების ტემპსა და ფიზიკურ მომზადებაში არსებობს. ფინანსებიდან გამომდინარე, მოთამაშეების დონეში განსხვავებაც საგრძნობია. თანაც, მეტოქემ შეტევაში ჩვენი ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მოგვცა. გუნდის გაძლიერებაზე იანვრიდან ვცდილობდით. კვალიფიციური ლეგიონერების დამატებაც გვსურდა, თუმცა ბოლო მომენტში ერთმა იტალიის სერია ბ-ში თამაში ამჯობინა, მეორემ – ესპანეთში“, - ამბობს ცეცაძე

„სამტრედიასა“ „ყარაბაღის“ მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხვალ, 18 ივლისს 20:55 საათიდან შემოგთავაზებთ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სამტრედიაში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს
სამტრედიაში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს
სამტრედიაშ
წაკითხვა
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა "მოქმედი პრეზიდენტი", ბაკო სააკიანი ახალი ვადით აირჩია
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა "მოქმედი პრეზიდენტი", ბაკო სააკიანი ახალი ვადით აირჩია. ფარული კენჭისყ
წაკითხვა
გურბან გურბანოვი - ჯერ ჩემპიონთა ლიგისთვის სათანადოდ მომზადებულები არ ვართ
გურბან გურბანოვი - ჯერ ჩემპიონთა ლიგისთვის სათანადოდ მომზადებულები არ ვართ
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "სამტრედია" "ყარაბაღთან" გან
წაკითხვა
„სამტრედიამ“ „ყარაბაღთან“ მეორე მატჩიც წააგო
„სამტრედიამ“ „ყარაბაღთან“ მეორე მატჩიც წააგო
ქართულმა კლუბებმა 2017-18 წლების ევროტურნირებზე გამოსვლა მოგების გარეშე დაასრულეს. ბოლო გუნდი
წაკითხვა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ აშშ-ში მეორე მატჩი მოიგო
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ აშშ-ში მეორე მატჩი მოიგო
ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში მ
წაკითხვა
გიორგი დათუნაიშვილი - შევეცდებით, ეს თამაში მაინც მოვიგოთ და საქართველოს სარეიტინგო ქულები შევმატოთ
გიორგი დათუნაიშვილი - შევეცდებით, ეს თამაში მაინც მოვიგოთ და საქართველოს სარეიტინგო ქულები შევმატოთ
18 ივლისს „დინამო არენაზე“ „სამტრედია“ „ყარაბაღს“ შეხვდება. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის
წაკითხვა
გურბან გურბანოვი - სიმართლე გითხრათ, „სამტრედიასთან“ ასეთ მოგებას არ ველოდი
გურბან გურბანოვი - სიმართლე გითხრათ, „სამტრედიასთან“ ასეთ მოგებას არ ველოდი
ხვალ, 18 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სამტრედია“ აზერბაიჯანის ჩემპიონ „
წაკითხვა
დღეს „სამტრედიასა“ და „ყარაბაღის“ მთავარი მწვრთნელები პრესკონფერენციას გამართავენ
დღეს „სამტრედიასა“ და „ყარაბაღის“ მთავარი მწვრთნელები პრესკონფერენციას გამართავენ
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სამტრედია“ 18 ივლისს აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბ
წაკითხვა
1323

უახლესი