საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

დეკრიმინალიზაციის კანონი ძალაში შევიდა, მთავრობა ადგილობრივი წარმოების წახალისებას აპირებს და შენობების დაზღვევის ინციატივით გამოდის - კვირის მიმოხილვა

ნინო ფაცურია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-17 18:47:00

გასული კვირა ქართველი მეწარმეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეებით გამოირჩეოდა.

საგადასახადო ცვლილებები

ძალაში შევიდა საგადასახადო ცვლილებები, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. კერძოდ, გადასახადის შემცირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილი თანხის ოდენობა 50,000 ლარიდან 100,000 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გადასახადი განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვლება, თუ თანხა დღეს არსებული 100,000 ლარის ნაცვლად 150,000 ლარს აღემატება.

ცვლილებით ასევე გაუქმდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, როგორიცაა სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები. 

გარდა ამისა, ცვლილებებით საგადასახადო კოდექსში დაზუსტდა გარკვეული ორაზროვანი მუხლები, რომლებიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. 

შეღავათიანი რეჟიმით დაიბეგრება შიდა ავიაცია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები, ხოლო ვადაგადაცილებული მშენებლობები, რომლებიც დამატებითი ღირებულების გადასახადისგან 2015 წელს გათავისუფლდნენ, ამ შეღავათით კიდევ 2019 წლის ბოლომდე ისარგებლებენ. ამით მთავრობა დაზარალებული მობინადრეების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებას ელოდება.

ადგილობრივი წარმოების წახალისება 

საგადასახადო ცვლილებების გარდა, მნიშვნელოვანი გარღვევაა მოსალოდნელი უახლოეს მომავალში ქართველი მეწარმეების წახალისების კუთხით. თითქმის მზად არის, მთავრობის სხდომაზე გასატანი დადგენილების პროექტი, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო ორი წელი მუშაობდა და რომელმაც ადგილობრივ მეწარმეებს სახელმწიფო შესყიდვებზე გამოცხადებულ ტენდერებში ფასის წარდგენის დროს 10 პროცენტიანი შეღავათი უნდა მისცეს. გასულ წელს სახელმწიფო შესყიდვებში 4 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა,  რომლის ძირითადი ნაწილიც უცხოური პროდუქციის შესყიდვას ხმარდება. აღნიშნულ შეღავათს ქართველი მეწარმეები წლებია ითხოვენ, რადგან სახელმწიფო შესყიდვების გზით ადგილობრივი ბიზნესის წახალისება არათუ განვითარებად, განვითარებულ ქვეყნებშიც ფართოდ  მიღებული პრაქტიკაა. 

ლუდი გაიაფდება

გასულ კვირაში პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ლუდის ზოგიერთ სახეობაზე, კერძოდ, ალკოჰოლის დაბალი შემცველობის ლუდის სახეობებზე აქციზი 30 ივლისიდან შემცირდება. 

შესაბამისად, დაბალი ალკოჰოლის შემცველი 1 ლიტრი ლუდი სავარაუდოდ 15-20 თეთრით გაიაფდება. ცნობილია, რომ 2015 წელს ლუდზე აქციზის 50 პროცენტიანმა ზრდამ ლუდი თითქმის 60 თეთრით გააძვირა და ადგილობრივ მწარმოებლებს გაყიდვები მკვეთრად შეუმცირდათ. 

მშენებლობის დაზღვევა

სამშენებლო კომპანიებს მალე დასრულებული ობიექტების დაზღვევის ვალდებულება ექნებათ, რაც იმ ფარულ წუნს დააზღვევს, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებამდე არ გამოჩნდა. თუ ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ისეთი ხარვეზი აღმოჩნდება, რის შემდეგაც შენობა საცხოვრებლად უვარგისი გახდება, სამშენებლო კომპანიამ ნაკლი უნდა გამოასწოროს.  

ამის შესახებ გასულ კვირაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ განაცხადა. იდეა ჯერ საწყის ეტაპზეა და ახლა მუშავდება,  თუმცა საშემოდგომო სესიისთვის სავარაუდოდ, შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება მოხდება პარლამენტში.

ცნობილია, რომ სამშენებლო კოდექსი, რომელმაც მშენებლობასთან და შენობის ხარისხთან დაკავშირებული საკითხები უნდა დაარეგულიროს ჯერ კიდევ არ არის მიღებული და საქართველოში აშენებული ახალი შენობების ირგვლივ დარგის ექსპერტები მრავალ კითხვის ნიშანს სვამენ, თუნდაც საქართველოს მაღალი სეისმური რისკებიდან გამომდინარე, რაც დღეს მოქმედ ნორმებში არ არის ადეკვატურად  გათვალისწინებული. 

ვალუტა

რაც შეეხება ქართულ ეროვნულ ვალუტას, ლარი ისევ უმნიშვნელოდ ირყეოდა. გასული კვირის განმავლობაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2 ლარსა და 39 თეთრის ფარგლებში ტრიალებდა, ევროს მიმართ კი უფრო მეტად გაუფასურდა და კვირის დასაწყისში დაფიქსირებული 2.72-დან კვირის ბოლოს 2.74-ზე ავიდა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აშშ დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას, „სიმენსი“ რუსულ აქტივებს ყიდის, ელექტრომობილების ბაზარი კი პერსპექტიული ხდება - კვირის მიმოხილვა
აშშ დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას, „სიმენსი“ რუსულ აქტივებს ყიდის, ელექტრომობილების ბაზარი კი პერსპექტიული ხდება - კვირის მიმოხილვა
აშშ-ის სახელმწიფო ვალი
წაკითხვა
ონლაინ თამაშების კონტროლი - როგორ აფასებენ მოსალოდნელ რეგულაციებს საქართველოში
ონლაინ თამაშების კონტროლი - როგორ აფასებენ მოსალოდნელ რეგულაციებს საქართველოში
ონლაინ თამაშების კონტროლი, სავარაუდოდ, გამკაცრდება. მმართველი პარტიის წევრის მიერ მომზადებულ კონცეფციაზე დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაც
წაკითხვა
საქართველოს რეიტინგი ბიზნესის წარმოების კუთხით ოთხი პოზიციით გაუმჯობესდა
საქართველოს რეიტინგი ბიზნესის წარმოების კუთხით ოთხი პოზიციით გაუმჯობესდა
European Chamber-ის კვლევის მიხედვით, „სა
წაკითხვა
ბანკებს არაპროფილური ბიზნესის მართვა საკანონმდებლო დონეზე აეკრძალებათ  -  რა გახდა რეგულაციების შემოღების მიზეზი
ბანკებს არაპროფილური ბიზნესის მართვა საკანონმდებლო დონეზე აეკრძალებათ - რა გახდა რეგულაციების შემოღების მიზეზი
ბანკებს არაპროფილური ბიზნესის მართვა შესაძლოა საკანონმდებლო დონეზე აეკრძალოთ. ეროვნული ბანკი კანონში ცვლილებებს ამზადებს. 
წაკითხვა
„ევროპული საქართველო“ მოსახლეობას და მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამას აცნობს
„ევროპული საქართველო“ მოსახლეობას და მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამას აცნობს
ევროპული საქართველო მოსახ
წაკითხვა
ენმ ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს
ენმ ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ მთავრობა ყოფილი
წაკითხვა
ბიზნესსაქმიანობა ციხის კედლებში - ბოლო მონაცემებით, მიკრობიზნესით 70-მდე მსჯავრდებულია დაკავებული
ბიზნესსაქმიანობა ციხის კედლებში - ბოლო მონაცემებით, მიკრობიზნესით 70-მდე მსჯავრდებულია დაკავებული
ბიზნესსაქმიანობა ციხის კედლებში. სასჯელაღსრულების სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტის მონაწილეთა რიცხვი იზრდება. ბოლო
წაკითხვა
სოსო ფხაკაძე - ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე პარლამენტთან უფრო მეტი კომუნიკაციის პირობა მივიღეთ
სოსო ფხაკაძე - ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე პარლამენტთან უფრო მეტი კომუნიკაციის პირობა მივიღეთ
„პარლამენტთან ურთიერთობის ნაკლები გამოცდილება გვაქვს. ბიზნესასოციაცია უფრო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა“, - აცხადებს სოსო ფხაკაძე
წაკითხვა
339

უახლესი