საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ რეგლამენტი დაამტკიცა

ხატია ჯამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-17 15:17:00


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ რეგლამენტი დაამტკიცა. საბჭოს წევრებმა განსაზღვრეს პრიორიტეტები, თუ როგორ მიიღებს საბჭო გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ უვადოდ გამწესების მქონე რამდენიმე მოსამართლე ერთდროულად მიმართავს საბჭოს.

გადაწყდა, რომ მოსამართლეთა შერჩევისას გადამწყვეტი ორი კრიტერიუმი იქნება - ეს არის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. ამას გარდა, საბჭო ამა თუ იმ მოსამართლის მიერ განხილულ საქმეებსაც შეაფასებს, რომელსაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩევს.

დამტკიცებული რეგლამენტის დეტალებზე საუბრობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი განმარტებით, სულ 150-მდე მოსამართლეა, რომელსაც უვადოდ გამწესების სურვილი აქვს, დღეს კი სამმა მოსამართლემ შესაბამისი განაცხადით უკვე მიმართა საბჭოს. 

ნაზი ჯანეზაშვილი ადასტურებს, რომ ამ მსურველთა შორის საბჭოს ყოფილი მდივანი, ლევან მურუსიძეც არის, თუმცა ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ფიგურირებს თუ არა მურუსიძის გვარი ამ საკმაციან სიაში. მისივე განმარტებით, მოსამართლეებს შეუძლიათ, დეტალურად ნახონ შერჩევის წესი, რადგან ის უკვე ამოქმედდა. 

„ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მათ ამ განხილვაზე უარი ვუთხრათ, თუმცა ვალდებული ვართ, განვსაზღვროთ პრიორიტეტები. 

შეფასების კრიტერიუმები არის კანონმდებლობით დადგენილი და ეს არის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმი. 

გარდა ამისა, მორე საკითხი არის ის, როგორ მოხდება მოსამართლის მიერ განხილული კონკრეტული საქმეების შეფასება, რომლის მიხედვითაც შემდგომში ვაფასებთ მოსამართლეებს. იუსტიციის საბჭომ სულ ხუთი საქმე უნდა განიხილოს, რომლითაც ჩვენ ვიმსჯელებთ ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. საქმეებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევარჩევთ“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი. 

მისივე განმარტებით უვადოდ განსამწესებლად მოსამართლეს განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება აქვს და მუშაობდა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სახანძრო უსაფრთხოების გამკაცრებული რეგულაციები - სამშენებლო კომპანიების ნაწილი რეგლამენტით უკმაყოფილოა
სახანძრო უსაფრთხოების გამკაცრებული რეგულაციები - სამშენებლო კომპანიების ნაწილი რეგლამენტით უკმაყოფილოა
სამშენებლო კომპანიების ნაწილი სახანძრო უსაფრთხოების გამკაცრებულ რეგულაციებს აპროტესტებს. 
წაკითხვა
მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს
მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს
ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდო
წაკითხვა
ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში 15 აგვისტოს შევა
ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში 15 აგვისტოს შევა
ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში 15 აგვისტოს შევა, პირველ აგვისტომდე კი მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი უნდა მოამზადოს, რომელიც დეციბ
წაკითხვა
რძისა და რძის ნაწარმის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შედის - რას გულისხმობს რეგულაცია და როგორ ეხმაურებიან კომპანიები
რძისა და რძის ნაწარმის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შედის - რას გულისხმობს რეგულაცია და როგორ ეხმაურებიან კომპანიები
რძისა და რძის ნაწარმის რეგლამენტში განხორციელებული  ცვლილებები ძალაში შედის. სიახლეები ძირითადად ყველს და კარაქს ეხება. 
წაკითხვა
რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შედის - რას ითვალისწინებს რეგულაცია
რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შედის - რას ითვალისწინებს რეგულაცია
პირველი ივლისიდან „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ ცვლილებები შედის. 
წაკითხვა
პრეზიდენტის უარის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი რიგგარეშე სესიაზე გავა - რატომ თქვა  გიორგი მარგველაშვილმა სხდომის მოწვევაზე უარი
პრეზიდენტის უარის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი რიგგარეშე სესიაზე გავა - რატომ თქვა გიორგი მარგველაშვილმა სხდომის მოწვევაზე უარი
კიდევ ერთი უარი ავლაბრის სასახლიდან. პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის რიგგარეშე სესიაზე გატანის წინააღმდეგია. 
წაკითხვა
პარლამენტის რეგლამენტის გადახედვის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
პარლამენტის რეგლამენტის გადახედვის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
პარლამენტის რეგლამენტის გადახედვის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინ
წაკითხვა
რა მიზეზებით ჩაიშალა პარლამენტის ბიუროს გუშინდელი სხდომა
რა მიზეზებით ჩაიშალა პარლამენტის ბიუროს გუშინდელი სხდომა
პარლამენტის ბიუროს სხდომის ჩაშლით რეგლამენტი არ დარღვეულა, - ასე პასუხობენ უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს. 
წაკითხვა
349

უახლესი