საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, თბილისში ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი დააკავეს

ქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-17 12:59:00

პორტალ „ეხო კავკაზას" ინფორმაციით, თბილისში ჩეჩენი დევნილი და ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი დააკავეს. 

ტუმსო აბდურახმანოვი ​სააგენტო „კავკაზ.რეალიის“ თანამშრომელი იყო. 

როგორც "ეხო კავკაზა" იტყობინება, „კავკაზ.რეალიის“ რედაქციაში გაგზავნილი მისი აუდიო შეტყობინების მიხედვით, დაკავებულია და არა აქვს საშუალება ოპერატიულად უპასუხოს რედაქციიდან შესულ ზარებს. ბლოგერმა არ ისურვა დაკავების დეტალებზე საუბარი, თუმცა მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, არ დგას რუსეთისთვის მისი გადაცემის საკითხი. 

გამოცემა წერს, რომ ტუმსო აბდურახმანოვზე, ჩეჩნეთის ძალოვანმა უწყებებმა უკანონო თვალთვალი და დევნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბლოგერმა, რამზან კადიროვის ადმინისტრაციის უფროსის ისლამ კადიროვის კორტეჟს, გროზნოში გზა არ დაუთმო. 

როგორც „ეხო კავკაზა" იუწყება, კადიროვის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული მუქარების შემდეგ, აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი დატოვა და საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ამ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლო, ტუმსო აბდურახმანოვის სარჩელს განიხილავს. აბდურახმანოვი მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე უარს ასაჩივრებს.

„ეხო კავკაზას" ინფორმაციით, აბდურახმანოვმა არაერთხელ გააგზავნა განცხადება რუსეთის გენერალურ პროკურატურაში უკანონო დევნისა და თვალთვალის შესახებ, საიდანაც მისი მოთხოვნას ჩეჩნეთში აგზავნიდნენ, იქ კი რეაგირების გარეშე ტოვებდნენ. 

როგორც საზოგადოებრივს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი საკითხის გარკვევას ცდილობენ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რიყის პარკში ხელოვნების სახლი „არტ-ჰაუს თბილისი“ გაიხსნა
რიყის პარკში ხელოვნების სახლი „არტ-ჰაუს თბილისი“ გაიხსნა
რიყის პარკში ხელოვნების სახლი
წაკითხვა
თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმაში ელიავას ბაზრობის ტერიტორია რეკრეაციულ ზონად არის მონიშნული
თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმაში ელიავას ბაზრობის ტერიტორია რეკრეაციულ ზონად არის მონიშნული
თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმაში ელიავას ბაზრობის ტერიტორია რეკრეაციულ ზონად არის მონიშნული. გეგმის ავტორების თქმით, საბოლოო გადაწ
წაკითხვა
თბილისის გენგეგმის დასრულებული პროექტი სავარაუდოდ, სექტემბერში იქნება მზად
თბილისის გენგეგმის დასრულებული პროექტი სავარაუდოდ, სექტემბერში იქნება მზად
თბილისის გენგეგმის დასრულებული პროექტი სავარაუდოდ, სექტემბერში იქნება მზად,- ამის შესახებ "სითი ინსტიტუტი საქართველოს" ხელმძღვანე
წაკითხვა
გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა - სემეკის ხმაურიანი სხდომა
გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა - სემეკის ხმაურიანი სხდომა
გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა. თბილისში ბუნებრივი აირი დაახლოებით ნახევარი თეთრით გაძვირდა, 
წაკითხვა
თბილისი ამბასადორიალს მასპინძლობს - რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრაზე
თბილისი ამბასადორიალს მასპინძლობს - რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრაზე
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, თბილისი ამბასადორიალს მასპინძლობს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი დიპლომატები ერთწლ
წაკითხვა
34 უკრაინული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან -  საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი თბილისში
34 უკრაინული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან - საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი თბილისში
უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, თბილისში უკრაინელი ბიზნესმენებიც იმყოფებიან. 34 უკრაინული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო პ
წაკითხვა
ესპანეთის პოლიციამ FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტი და ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელი დააკავა
ესპანეთის პოლიციამ FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტი და ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელი დააკავა
ესპანეთის პოლიციამ FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტი და ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელი დააკავა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. 
წაკითხვა
ჯავახიშვილის ქუჩაზე დაკავებულის ადვოკატი - ამოღებულია დაფხვნილი აბი, დანიშნულია ექსპერტიზა
ჯავახიშვილის ქუჩაზე დაკავებულის ადვოკატი - ამოღებულია დაფხვნილი აბი, დანიშნულია ექსპერტიზა
ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ
წაკითხვა
692

უახლესი