საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

დღეს საქართველოს პეტრო პოროშენკო ეწვევა

გამოქვეყნებულია 2017-07-17 02:07:00 განახლებულია 2017-07-17 08:48:00


საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი გაიმართება. პეტრო პოროშენკო თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან - სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრება.

18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართველი და უცხოური მედიის წამომადგენლებისათვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, მათ ხსოვნას პატივს მიაგებს და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს.

პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვევა.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერმინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველო - უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარას ესტუმრება. მესტიაში მარგიანების სახლ-მუზეუმს, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს, ასევე, ტრადიციულ სვანურ კოშკს დაათვალიერებს.

ბათუმში კი, უკრაინის პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება.

ბათუმში პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო - უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ერთი თვის განმავლობაში 120 ათასზე მეტმა უკრაინის მოქალაქემ ისარგებლა
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ერთი თვის განმავლობაში 120 ათასზე მეტმა უკრაინის მოქალაქემ ისარგებლა
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ერთი თვის განმავლობაში 120 ათასზე მეტმა უკრაინის მოქალაქემ ისარგებლა. ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო
წაკითხვა
შალვა ხუციშვილი ვერ აკონკრეტებს, შემოუშვებენ თუ არა რუს დეპუტატებს საქართველოში
შალვა ხუციშვილი ვერ აკონკრეტებს, შემოუშვებენ თუ არა რუს დეპუტატებს საქართველოში
მესაზღვრე კონკრეტულ შემთხვევაში იმ ინფორმაციიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, რაც მას მოცემულ სიტუაციაში აქვს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა საქარ
წაკითხვა
ვიქტორ დოლიძე - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპარლამენტისადმი მიმართვასთან დაკავშირებით, შეხვედრები უახლოეს მომავალში გაიმართება
ვიქტორ დოლიძე - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპარლამენტისადმი მიმართვასთან დაკავშირებით, შეხვედრები უახლოეს მომავალში გაიმართება
საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ევროპარლამენტის მიმართ საქართველოს,
წაკითხვა
ზურაბ პატარაძემ პეტრო პოროშენკოს უმასპინძლა
ზურაბ პატარაძემ პეტრო პოროშენკოს უმასპინძლა
უკრაინის პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა. პეტრო პოროშენკო ზურაბ პატარაძემ მთავრობის ს
წაკითხვა
„უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის“- უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებს გაეცნო
„უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის“- უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებს გაეცნო
უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებსაც გაეცნო. 
წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი - ქართული მხარე უკრაინიდან პასუხს ელოდება
მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი - ქართული მხარე უკრაინიდან პასუხს ელოდება
მიხეილ სააკაშვილის
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო და უკრაინა ბიზნესის თვალსაზრისით ნათლად ევროპული ქვეყნებია
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო და უკრაინა ბიზნესის თვალსაზრისით ნათლად ევროპული ქვეყნებია
საქართველო და უკრაინა ბიზნესის თვალსაზრისით ნათლად ევროპული ქვეყნებია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში ქართულ-უკრაინული საინვესტიციო ბიზნესფორუმის გახსნა
წაკითხვა
პეტრო პოროშენკო - ნუ გავამარტივებთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას - ეს ნიშნავს, მშვიდობით საბჭოთა კავშირო, მშვიდობით რუსეთის იმპერიავ
პეტრო პოროშენკო - ნუ გავამარტივებთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას - ეს ნიშნავს, მშვიდობით საბჭოთა კავშირო, მშვიდობით რუსეთის იმპერიავ
“პატივცემულო ბატონო გიორგი, ქალბატონებო და ბათონებო, ძვირფასო მეგობრებო“-ბათუმში მიმდინარე საინვესტიციო ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებისადმი მიმ
წაკითხვა
3205

უახლესი