საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

დავით ხურციძის უცნაური ტრანსფერები - ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეული თვენახევარში მოსკოვის „არარატში“ გადავიდა

მერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-17 01:26:00

24 წლის ნახევარმცველი დავით ხურციძე „ტორპედოში“ მცირე ხნის წინ ჩაირიცხა და ეროვნულ ლიგაზე ითამაშა, თუმცა თვე-ნახევარში კლუბთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ფეხბურთელი რუსეთის მოქალაქეა და მიზეზად მისი ოჯახური მდგომარეობა დასახელდა. 

ფეხბურთელი კარიერას რუსეთში, მეორე დივიზიონის ზონა „ცენტრის“ ბინადარ მოსკოვის „არარატში“ გააგრძელებს, რომელიც მოსკოვის სომხური ახალგაზრდობის ასოციაციამ დააარსა და 2017-18 წლების სეზონში მეორე დივიზიონში თამაშის ლიცენზია მიიღო. 

მოსკოვურ „არარატს“ ამბიციური გეგმები აქვს და უმთავრესად, სომხები თამაშობენ, თუმცა რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრებიც ირიცხებიან - რომან პავლიუჩენკო, მარატ იზმაილოვი, ალექსეი რებკო. „არარატის“ წევრია რუსეთის მოქალაქე და მოსკოვში მცხოვრები 27 წლის ირაკლი კვეკვესკირიც, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ლანჩხუთის „გურიას“ წევრი გახლდათ. 

„არარატთან“ კონტრაქტი უკვე გავაფორმე. რაც არ უნდა იყოს, ოჯახთან ახლოს ვიქნები, „ტორპედოს“ კი წარმატებებს ვუსურვებ და მუდამ მისი ქომაგი ვიქნები“, - ამბობს დავით ხურციძე. 

თუმცა, მაინც გაუგებარია, რატომ ამჯობინა თვენახევარში ფეხბურთელმა „ტორპედოს“ მოთამაშეობას მისი ქომაგობა, ხოლო საქართველოს მთავარ ლიგაში გამოსვლას - რუსეთის რანგით მესამე ლიგაში თამაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
transfermarkt - ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი „საბურთალოს“ კაპიტანი გიორგი ხარაიშვილია
transfermarkt - ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი „საბურთალოს“ კაპიტანი გიორგი ხარაიშვილია
ინტერნეტგამოცემა
წაკითხვა
ბრაზილიური პრესა - ნეიმარი პარიზში გადასვლას დათანხმდა
ბრაზილიური პრესა - ნეიმარი პარიზში გადასვლას დათანხმდა
სატრანსფერო ბაზარზე უდიდესი სენსაცია მწიფდება. ბრაზილიურმა ინტერნეტგამოცემა Esporte Interativ
წაკითხვა
„კოლხეთი“ აფრიკულ ბაზარს ითვისებს - ფოთში კენიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ითამაშებს
„კოლხეთი“ აფრიკულ ბაზარს ითვისებს - ფოთში კენიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ითამაშებს
ეროვნული ლიგის მეორე ნახევრისთვის ფოთის „
წაკითხვა
გასული სატრანსფერო დღე რამდენიმე ხმაურიანი გარიგებით დასრულდა
გასული სატრანსფერო დღე რამდენიმე ხმაურიანი გარიგებით დასრულდა
გასული სატრანსფერო დღე რამდენიმე ხმაურიანი გარიგებით დასრულდა: ლეონარდო ბონუჩი "მილანში&
წაკითხვა
„ტორპედომ“ კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა
„ტორპედომ“ კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა
ქუთაისის „ტორპედომ“ ახლახან, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კანდიდატი გუგა ფალავანდიშვილი მო
წაკითხვა
„ევერტონმა“ უეინ რუნის ტრანსფერი დაადასტურა
„ევერტონმა“ უეინ რუნის ტრანსფერი დაადასტურა
ლივერპულის „ევერტონმა“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ფორვარდ უეინ რუნის ტრანსფერის შესახებ გამოაცხ
წაკითხვა
ევროპის ლიგას სამივე ქართული გუნდი დაემშვიდობა
ევროპის ლიგას სამივე ქართული გუნდი დაემშვიდობა
ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები ქართული გუნდებისთვის სავალალოდ დასრულდა. ქუთაისის „ტორპედომ“ სლოვაკურ „
წაკითხვა
„ტორპედო“ „ტრენჩინთან“ ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
„ტორპედო“ „ტრენჩინთან“ ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის „ტორპედომ“ სლოვაკურ „
წაკითხვა
4650

უახლესი