საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

1633

„კოლხეთი“ აფრიკულ ბაზარს ითვისებს - ფოთში კენიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ითამაშებს

მერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-17 00:18:00 განახლებულია 2017-07-17 00:48:00

ეროვნული ლიგის მეორე ნახევრისთვის ფოთის „კოლხეთმა“ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა. 

„კოლხეთის“ პრესსამსახურის ცნობით, უძველესი ქართული გუნდის ფორმით 20 წლის ნახევარმცველი, ამოს ნონდი ითამაშებს. ტრანსფერი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, ლაშა ჯაკობიას შუამავლობით განხორციელდა. 

ფოთელთა ახალწვეული კენიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი და კაპიტანი გახლდათ. ამპლუით ნახევარმცველია და ბოლოს კი კენიის ჩემპიონატის მესამეადგილოსან ნაირობის „გორ მაჰიაში“ თამაშობდა. 

აფრიკელთან ერთად, „კოლხეთმა“ 31 წლის მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილი დაიმატა, რომელსაც უთამაშია „გაგრაში“, თბილისის „დინამოში“, რუსთავის „მეტალურგში“, ორი სეზონი ფოთის გუნდში გაატარა, ბოლოს კი საჩხერის „ჩიხურაში“ ირიცხებოდა. 

წელს, ფოთის „კოლხეთმა“ აფრიკიდან ორი მოთამაშე ჩამოიყვანა – კენიის ნაკრების მოქმედი მარცხენა მცველი ერიკ ოტიენო ოუმა (მარსელო) და სენეგალელი არფანგ დაფე. ვინაიდან იმედები ორივემ გაამართლა, „კოლხეთმა“ აფრიკული ბაზრის უკეთ ათვისება გადაწყვიტა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ფოთელთა ფეხბურთელი კენიის ნაკრებში გამოიძახეს
ფოთელთა ფეხბურთელი კენიის ნაკრებში გამოიძახეს
ფოთის "კოლხეთი 1913"-ის ფეხბურთელი ერიკ ოტიენო ოუმა კენიის საფეხბურთო ნაკრებში გამო
წაკითხვა
ფოთის საკრებულოს წევრის, მალხაზ ბუკიას დაკავებას „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს
ფოთის საკრებულოს წევრის, მალხაზ ბუკიას დაკავებას „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს
ფოთის საკრებულოს წევრის, „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ბუკიას დაკავებას თანაპარტიელები პოლიტიკურ ზეწოლად აფ
წაკითხვა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა პროფესიონალი მოკრივე გახდება
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა პროფესიონალი მოკრივე გახდება
ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი საკრივო კარიერას დაიწყებს, - ამის შესახებ გამოცემა
წაკითხვა
ფოთს მაისიდან 400-მდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია
ფოთს მაისიდან 400-მდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია
ფოთს 2017 წლის მაისიდან 400-მდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 25%-ით მაღალი მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას
წაკითხვა
ფოთის დატბორვის საფრთხე - სპეციალისტები წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას ითხოვენ
ფოთის დატბორვის საფრთხე - სპეციალისტები წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას ითხოვენ
სპეციალისტები ფოთში მდებარე წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძის სასწრაფოდ რეაბილიტაციას ითხოვენ. 
წაკითხვა
რომან ფიფია „ბაიერნის“ ინტერესს ოფიციალურად ადასტურებს - ჩაკვეტაძეში „გენტმა“ 700 000 გადაიხადა
რომან ფიფია „ბაიერნის“ ინტერესს ოფიციალურად ადასტურებს - ჩაკვეტაძეში „გენტმა“ 700 000 გადაიხადა
თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ პირველ არხთან ოფიც
წაკითხვა
„გაგრაში“ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე უკრაინელი მეკარე ისინჯება
„გაგრაში“ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე უკრაინელი მეკარე ისინჯება
საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ ახალმა მწვრთნელმ
წაკითხვა
საპრემიერო ჩვენება ფოთის სახელმწიფო თეატრში - დასმა „კრეიცერის სონატა“  წარადგინა
საპრემიერო ჩვენება ფოთის სახელმწიფო თეატრში - დასმა „კრეიცერის სონატა“ წარადგინა
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში საპრემიერო ჩვენება გაიმართა. დასმა მაყურებლის წინაშე ,,კრეიცერის სონატა“ წარად
წაკითხვა