საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავარიის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარების მიმართულებით სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენს

გამოქვეყნებულია 2017-07-16 19:10:00

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარების მიმართულებით სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენს. 

ამის შესახებ საზოგადოებრივს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

​მათივე ცნობით, სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და მის თურქ კოლეგას რეჯებ აკდაღს შორის.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი პირადად არის ჩართული ამ საკითხში და დეტალურ ინფორმაციას ფლობს თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 

თურქეთში ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გირესუნის მახლობლად (120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან) მოხდა.  ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა.

ამ დროისთვის თურქეთის კლინიკაში ოთხი დაშავებული რჩება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საავადმყოფოში რჩებიან ავტობუსის მძღოლი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ასევე ანსამბლის ხელმძღვანელი თავის ტვინის დაზიანებით, ერთ-ერთი მშობელი, რომელიც კიდურის დაზიანებით იმყოფება სტაციონარში. ერთ-ერთი ბავშვის დედას კი ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა.

ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა კი სტაბილურია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თურქეთის საინფორმაციო სააგენტოს მიერ სირიაში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების რუკის გამოქვეყნებამ აშშ-ის შეშფოთება გამოიწვია
თურქეთის საინფორმაციო სააგენტოს მიერ სირიაში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების რუკის გამოქვეყნებამ აშშ-ის შეშფოთება გამოიწვია
თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ სირიაში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების რუკა გამოაქვეყნა. ამ პუბლიკაციის გამო ვაშინგტონში შეშ
წაკითხვა
თურქეთში ვიზიტორთა რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა
თურქეთში ვიზიტორთა რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა
2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, თურქეთის რესპუბლიკაში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან და
წაკითხვა
გერმანია თურქეთთან ურთიერთობებს გადახედავს
გერმანია თურქეთთან ურთიერთობებს გადახედავს
გერმანია თურქეთთან ურთიერთობების გადახედვას გეგმავს. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ
წაკითხვა
ორი წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტი თერჯოლის კერძო კლინიკაში - ვის მიმართ აქვს ოჯახს პრეტენზია და რას აცხადებენ კლინიკაში
ორი წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტი თერჯოლის კერძო კლინიკაში - ვის მიმართ აქვს ოჯახს პრეტენზია და რას აცხადებენ კლინიკაში
თერჯოლის კერძო კლინიკაში მომხდარი ფაქტით, შესაძლოა, პროკურატურაც დაინტერესდეს. 
წაკითხვა
თურქეთში, ავარიისას გარდაცვლილი მამაკაცი საქართველოში ჩამოასვენეს
თურქეთში, ავარიისას გარდაცვლილი მამაკაცი საქართველოში ჩამოასვენეს
თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარ
წაკითხვა
თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - როგორია ქვეყნის კლინიკებში მყოფი ოთხი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა
თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - როგორია ქვეყნის კლინიკებში მყოფი ოთხი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა
თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ლაპრების” ოპერატორი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდ
წაკითხვა
თურქეთში ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილ მამაკაცს საქართველოში სავარაუდოდ, დღესვე გადმოასვენებენ
თურქეთში ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილ მამაკაცს საქართველოში სავარაუდოდ, დღესვე გადმოასვენებენ
თურქეთში ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილ 60 წლის მამაკაცს საქართველოში სავარაუდოდ დღესვე გადმოასვენებენ. ტრაპიზონში საქართველოს ვიცე-კონსული
წაკითხვა
თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია
თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია
კრიტიკულია თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც გირასუნის საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერ
წაკითხვა
834

უახლესი