საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

როჯერ ფედერერმა უიმბლდონის ტურნირი მერვედ მოიგო

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-07-16 19:04:00

როჯერ ფედერერმა მერვედ მოიგო უიმბლდონის ტურნირი და მეცხრამეტედ გაიმარჯვა „დიდი სლემის“ ჩემპიონატებში. შვეიცარიელმა ლეგენდამ უიმბლდონის ფინალში ხორვატი მარინ ჩილიჩი გაანადგურა - 6:3, 6:1, 6:4.

თამაში მხოლოდ საათი და 43 წუთი გაგრძელდა. მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტი ჩილიჩმა მოიპოვა - პირველი სეტის მეოთხე გეიმში. ხორვატმა ეს შანსი ვერ გამოიყენა და ამის შემდეგ, მეტოქის მოწოდების აღების არც ერთი შესაძლებლობა აღარ ჰქონია, ფედერერმა კი ათიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ჩილიჩი ტრავმირებული თამაშობდა ფინალში, მაგრამ ეს არ აკნინებს ფედერერის წარმატებას, რომელმაც მთელი ტურნირი ისე გაიარა, რომ არც ერთი სეტი არ წაუგია. წელს როჯერს „დიდ სლემზე“ უკვე ორი გამარჯვება აქვს - ავსტრალიის ღიაზე და უიმბლდონზე.

ფედერერმა თავის კარიერაში მერვე უიმბლდონი მოიგო, რაც აბოსლუტური რეკორდია. საერთო ჯამში შვეიცარელ ჩოგბურთელს უკვე 19 დიდი სლემის ტიტული აქვს მოგებული.

როჯერ ფედერი გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი, ვინც უიმბლდონის მოგება შეძლო. შვეიცარელი ჩოგბურთელი მალე 36 წლის გახდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უიმბლდონის მიმდინარეობისას 9 ადამიანი დააპატიმრეს
უიმბლდონის მიმდინარეობისას 9 ადამიანი დააპატიმრეს
ორი კვირის განმავლობაში, როდესაც უიმბლდონ
წაკითხვა
როჯერ ფედერერი TOP 3-ში დაბრუნდა
როჯერ ფედერერი TOP 3-ში დაბრუნდა
დღეს გამოქვეყნებული ახალი რეიტინგის თანახმად, უიმბლდონის რვაგზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი მსოფ
წაკითხვა
მარტინა ჰინგისმა უიმბლდონზე მიქსტი მოიგო და „დიდ სლემზე“ 23-ე ტიტული მოიპოვა
მარტინა ჰინგისმა უიმბლდონზე მიქსტი მოიგო და „დიდ სლემზე“ 23-ე ტიტული მოიპოვა
უიმბლდონის ტურნირზე, როჯერ ფედერერის გარდა, კიდევ ერთმა ლეგენდამ გაიმარჯვა. შვეიცარიელმა
წაკითხვა
დღეს უიმბლდონზე მამაკაცთა ტურნირის ფინალისტი გამოვლინდება
დღეს უიმბლდონზე მამაკაცთა ტურნირის ფინალისტი გამოვლინდება
16 ივლისს, უიმბლდონზე მამაკაცთა ტურნირის ფინალისტი გამოვლინდება. მსო
წაკითხვა
უიმბლდონის ჩემპიონი გარბინ მუგურუსა გახდა
უიმბლდონის ჩემპიონი გარბინ მუგურუსა გახდა
ესპანელი გარბინ
წაკითხვა
დღეს, უიმბლდონზე ქალების ფინალია
დღეს, უიმბლდონზე ქალების ფინალია
15 ივლისს, უიმბლდონზე ქალთა ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდება. მსოფლიოს მე-11 ჩოგანი, ამერიკ
წაკითხვა
უიმბლდონის მეორე ფინალისტი როჯერ ფედერერი გახდა
უიმბლდონის მეორე ფინალისტი როჯერ ფედერერი გახდა
უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ხორ
წაკითხვა
უიმბლდონის პირველი ფინალისტი მარინ ჩილიჩია
უიმბლდონის პირველი ფინალისტი მარინ ჩილიჩია
უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის პირველი ფინ
წაკითხვა
1211

უახლესი