საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

5084

ქირურგმა ქალის თვალში 27 კონტაქტური ლინზა აღმოაჩინა

გიორგი ურუშაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-16 18:53:00

​ეს ისტორია განსაკუთრებით მათთვისაა საინტერესო, ვინც კონტაქტურ ლინზებს იყენებს. ამ წუთას, ალბათ, იმ ღამეებს იხსენებთ, როდესაც თვალიდან ლინზის ამოღება დაგავიწყდათ და ისე ჩაგეძინათ. ეს ამბავიც სწორედ ასეთ უჩვეულო შემთხვევაზეა, თუმცა უფრო დრამატული ისტორიით. 

67 წლის ქალბატონს, რომელიც კატარაქტის ოპერაციის წინ ოფთალმოლოგთან კონსულტაციას გადიოდა, თვალში 17 კონტაქტური ლინზა უპოვეს.

​ოფთალმოლოგების თქმით, მის თვალში უჩვეულოდ დიდი ზომის ლურჯი მასა შენიშნეს, რომელიც კონტაქტური ლინზა აღმოჩნდა, 17 ცალი.

​თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მეორე კონსულტაციის დროს, ქალბატონის თვალი კვლავ შეამოწმეს და კიდევ 10 კონტაქტური ლინზა იპოვეს, ჯამში 27.

საინტერესოა, რომ პაციენტი მუდამ ლინზების დაკარგვის პრობლემას უჩიოდა, თვალებში არსებულ დისკომფორტს კი, ასაკს და თვალების სიმშრალეს აბრალებდა. 

67 წლის ქალბატონის ოპერაციაზე 20-წლიანი გამოცდილების ექიმები მუშაობდნენ. მათი თქმით, საკუთარ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ ახსოვთ.

​როდესაც მისი თვალებიდან ლინზები ამოიღეს, მან თავი გაცილებით კომფორტულად იგრძნო და აღნიშნა, რომ ასე კარგად ჯერ არ ყოფილა.

​ასე რომ, სანამ დაიძინებთ, კარგად შეამოწმეთ, სად იმყოფება თქვენი კონტაქტური ლინზა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე