საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

368

მსოფლიოს პირველ ჩოგანს ენდი​ მარეის ხანგრძლივი დასვენება მოუწევს

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-07-16 18:31:00

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარეი არჩევანის წინაშე დგას. უიმბლდონის მეოთხედფინალში ამერიკელ სემ კუერისთან წაგების შემდეგ, ბრიტანელ ჩოგბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შემდეგაც, ენდის უახლოეს პერიოდში საკუთარი გეგმებთან დაკავშირებით ჩამოყალიბება მოუწევს. 

კერძოდ, მარეი ან ოპერაციას გადაიტანს დაზიანებულ ბარძაყზე ან ხანგრძლივ პაუზას აიღებს გამოსვლებში, - იტყობინება გაზეთი The Telegraph.
როგორც ვარაუდობენ, მარეი ვერ შეძლებს 7 აგვისტოს, მონრეალის ტურნირზე სტარტის აღებას და არ არის გამორიცხული, გამოტოვოს „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირი - აშშ-ის ღია პირველობა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი