საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ლუის ჰემილტონმა ბრიტანეთის გრანპრი მოიგო

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-07-16 18:03:00

სილვერსტოუნში დასრულდა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-10 ეტაპი - ბრიტანეთის გრანპრი. ზედიზედ მეოთხედ საშინაო რბოლა „მერსედესის“ ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰემილტონმა მოიგო. მან სტარტი პირველი პოზიციიდან აიღო და ერთი წამითაც არავისთვის დაუთმია უპირატესობა. 

მეორე ადგილზე 14-ქულიანი ჩამორჩენით მისი თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი გავიდა, მესამეზე - „ფერარის“ წევრი კიმი რაიკონენი.
რაც შეეხება ჩემპიონატის ლიდერს სებასტიან ფეტელს, ის მესამე ადგილზე ასრულებდა რბოლას, მაგრამ ბოლო წრეზე საბურავი დაუზიანდა და მეშვიდე მივიდა ფინიშთან.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰემილტონმა ერთ ქულამდე შეამცირა სხვაობა ფეტელთან - გერმანელს საერთო ჩათვლაში 177 ქულა აქვს, ბრიტანელს - 176 ქულა.
ჩემპიონატი ორი კვირის შემდეგ, უნგრეთის გრანპრით გაგრძელდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
559

უახლესი