საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ტრაპიზონთან ავარიის დროს დაშავებულ ერთ-ერთ მშობელს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

მერაბ წულუკიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-16 16:33:00

ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ ერთ-ერთ ქალბატონს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ქალბატონი ცეკვის საბავშვო ანსამბლის წევრის მშობელია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში ოთხი დაშავებული რჩება.

„საავადმყოფოში რჩებიან ავტობუსის მძღოლი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ასევე ანსამბლის ხელმძღვანელი თავის ტვინის დაზიანებით, ერთ-ერთი მშობელი, რომელიც კიდურის დაზიანებით იმყოფება სტაციონარში. ერთ-ერთი ბავშვის დედას კი ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა“,- განაცხადა მიქელაძემ.

ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა კი სტაბილურია. ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას სავარაუდოდ, დღესვე უზრუნველყოფს თურქული მხარე.

თურქეთში ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“  წევრები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა გირესუნის მახლობლად (120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან) მოხდა. 

ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თურქეთში, ავარიისას გარდაცვლილი მამაკაცი საქართველოში ჩამოასვენეს
თურქეთში, ავარიისას გარდაცვლილი მამაკაცი საქართველოში ჩამოასვენეს
თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარ
წაკითხვა
კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა
კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა
ნაფარეული-ლაფანყურის საავტომობილო გზაზე,
წაკითხვა
თელავში ავარიისას 23 წლის მამაკაცი დაიღუპა
თელავში ავარიისას 23 წლის მამაკაცი დაიღუპა
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე მომხდარი ავარიი
წაკითხვა
თურქეთში ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილ მამაკაცს საქართველოში სავარაუდოდ, დღესვე გადმოასვენებენ
თურქეთში ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილ მამაკაცს საქართველოში სავარაუდოდ, დღესვე გადმოასვენებენ
თურქეთში ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილ 60 წლის მამაკაცს საქართველოში სავარაუდოდ დღესვე გადმოასვენებენ. ტრაპიზონში საქართველოს ვიცე-კონსული
წაკითხვა
ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა
ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა
ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებ
წაკითხვა
თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია
თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია
კრიტიკულია თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც გირასუნის საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერ
წაკითხვა
ტრაპიზონთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე ავტობუსის მძღოლს 18 ივლისს დაკითხავენ
ტრაპიზონთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე ავტობუსის მძღოლს 18 ივლისს დაკითხავენ
წაკითხვა
ქუთაისში სატვირთო ავტომობილი მაღაზიაში შევარდა
ქუთაისში სატვირთო ავტომობილი მაღაზიაში შევარდა
ქუთაისში სატვირთო ავტომობილი მაღაზიაში შევარდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. 
წაკითხვა
3541

უახლესი