საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ტრაპიზონთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია

მერაბ წულუკიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-16 15:59:00 განახლებულია 2017-07-16 16:01:00


ტრაპიზონთან ახლოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის საავადმყოფოებში მხოლოდ 4 მათგანი რჩება, რომელთაც მალე გამოწერენ. ისინი რამდენიმე საავადმყოფოში არიან გადანაწილებულნი.

რაც შეეხება უფროსებს, ერთ-ერთ მშობელს სავარაუდოდ ფეხის ამპუტაცია დასჭირდება.

დაშავებულები მოინახულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად. ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას სავარაუდოდ დღესვე უზრუნველყოფს თურქული მხარე.

როგორც ბავშვების მშობლები ამბობენ, შემთხვევა დილის 05:30 საათზე მოხდა, მათივე თქმით, უმრავლესობას ამ დროს ეძინა.

მშობლების თქმით, ა​ვტობუსი ამოყირავდა, თუმცა რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ამის შესახებ ვერაფერს ამბობენ.

თურქეთში ავტობუსი, რომელსაც  ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“  წევრები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა გირესუნის მახლობლად (120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან) მოხდა. 

ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თურქეთში, ავარიისას გარდაცვლილი მამაკაცი საქართველოში ჩამოასვენეს
თურქეთში, ავარიისას გარდაცვლილი მამაკაცი საქართველოში ჩამოასვენეს
თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარ
წაკითხვა
კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა
კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა
ნაფარეული-ლაფანყურის საავტომობილო გზაზე,
წაკითხვა
თელავში ავარიისას 23 წლის მამაკაცი დაიღუპა
თელავში ავარიისას 23 წლის მამაკაცი დაიღუპა
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე მომხდარი ავარიი
წაკითხვა
თურქეთში ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილ მამაკაცს საქართველოში სავარაუდოდ, დღესვე გადმოასვენებენ
თურქეთში ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილ მამაკაცს საქართველოში სავარაუდოდ, დღესვე გადმოასვენებენ
თურქეთში ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილ 60 წლის მამაკაცს საქართველოში სავარაუდოდ დღესვე გადმოასვენებენ. ტრაპიზონში საქართველოს ვიცე-კონსული
წაკითხვა
ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა
ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა
ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებ
წაკითხვა
თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია
თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია
კრიტიკულია თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც გირასუნის საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერ
წაკითხვა
ტრაპიზონთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე ავტობუსის მძღოლს 18 ივლისს დაკითხავენ
ტრაპიზონთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე ავტობუსის მძღოლს 18 ივლისს დაკითხავენ
წაკითხვა
ქუთაისში სატვირთო ავტომობილი მაღაზიაში შევარდა
ქუთაისში სატვირთო ავტომობილი მაღაზიაში შევარდა
ქუთაისში სატვირთო ავტომობილი მაღაზიაში შევარდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. 
წაკითხვა
3008

უახლესი