საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

655

თემურ ფარცვანია - უახლოეს დღეებში თურქული კლუბებისგან პასუხს ველოდები

მერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-16 15:30:00

თემურ ფარცვანიამ შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოს. ამის შესახებ ფეხბურთელმა საზოგადოებრივს განუცხადა.

26 წლის მცველი უკრაინის მოქალაქეა და 2009 წელს უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონი გახდა. 

ფარცვანია 2015 წლიდან უკრაინის პრემიერლიგის მე-4-ადგილოსან დონეცკის „ოლიმპიკში“ თამაშობს, რომელმაც დასრულებული სეზონის შედეგებით ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ ქართველმა მცველმა გუნდიც დატოვა და დიდი ალბათობით, ლიგასაც შეიცვლის. ფარცვანიასა და დონეცკის „ოლიმპიკს“ შორის კონტრაქტი დასრულდა და ჯერჯერობით გუნდის გარეშე არის. 

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ჩემი გადაბირებით მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი გერმანული კლუბი დაინტერესდა, მაგრამ ეს არასწორია. რეალურად, შემოთავაზება თურქული კლუბებიდან მაქვს და მათ პასუხს უახლოეს მომავალში ველოდები“, - განაცხადა ფარცვანიამ.

ბოლო ერთი წელია, რაც დონეცკელთა ყოფილი მცველი ქართული პასპორტის დაბრუნებას ცდილობს, რადგან საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში თამაში სურს. 

„მოქალაქეობის თაობაზე პოზიცია უკვე გამოვხატე, მე საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს. დახმარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც შემომთავაზა და ახლა ქართული პასპორტის დასაბრუნებლად იურიდიული საკითხების მოგვარებას ველოდები“, - განაცხადა თემურ ფარცვანიამ. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე