საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

362

ავსტრალია მოუწოდებს რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავის საქმის გამოძიებას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-16 15:13:00


ავსტრალია მოუწოდებს რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი სამგზავრო ლაინერის საქმის გამოძიებას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი. 

განცხადება ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ჯულია ბიშოპის თქმით, მოსკოვმა აუცილებლად უნდა შეასრულოს გაეროს რეზოლუცია, რომელიც ბოინგის ჩამოვარდნაში დამნაშავეების დასჯას ითვალისწინებს. 

მისივე თქმით, შესაძლოა, ზოგიერთი ბრალდებული დაუსწრებლად გაასამართლონ.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი 2014 წელს ჩამოვარდა. ნიდერლანდებში ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაინერი პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლი „ბუკის“ ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 298 ადამიანი.

გასულ კვირას ნიდერლანდების მთვრობამ განაცხადა, რომ საქმის ფიგურანტების სასამართლო ჰოლანდიაში გაიმართება.

წყარო: „დოიჩე ველე“

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე რუსეთი მწვავედ გააკრიტიკეს
გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე რუსეთი მწვავედ გააკრიტიკეს
გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე რუსეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს. 
წაკითხვა
BBC - ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებს
BBC - ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებს
ცნობილი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავს. ამის შესახებ ინფო
წაკითხვა
ფონდ „იავნანას“ ფინანსურ დარღვევებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე  „აფბას“ წარმომადგენელი იმყოფება
ფონდ „იავნანას“ ფინანსურ დარღვევებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე „აფბას“ წარმომადგენელი იმყოფება
ფონდ „იავნანას“ ფინანსურ დარღვევებზე დაწყებული გამოძიოების ფარგლებში მთავრ პროკურატურაში უკვე მეორედ გამოკითხვაზე იმყოფება საჩივრის ავტორი
წაკითხვა
მამაცი კოალა, რომელიც მანქანის ქვეშ 16-კილომეტრიან მოგზაურობას გადაურჩა
მამაცი კოალა, რომელიც მანქანის ქვეშ 16-კილომეტრიან მოგზაურობას გადაურჩა
​ავსტრალიელი კოალა, მანქანის ქვეშ 16-კილო
წაკითხვა
ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა იგივე გაიმეოროს ​ბელარუსში, რაც უკრაინაში გააკეთა
ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა იგივე გაიმეოროს ​ბელარუსში, რაც უკრაინაში გააკეთა
ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური, გენე
წაკითხვა
დალია გრიბაუსკაიტე: კრემლი ე.წ. სპუტნიკებს ყალბი ახალი ამბების გავრცელებისა და პროპაგანდისთვის იყენებს
დალია გრიბაუსკაიტე: კრემლი ე.წ. სპუტნიკებს ყალბი ახალი ამბების გავრცელებისა და პროპაგანდისთვის იყენებს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ლიტვის პრეზიდენტმა აქცენტი რუსეთის მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიაზე გააკეთა
წაკითხვა
ამერიკელი მსახიობი მორგან ფრიმენი ​დონალდ ტრამპს მოუწოდებს, დაიცვას აშშ რუსეთისგან
ამერიკელი მსახიობი მორგან ფრიმენი ​დონალდ ტრამპს მოუწოდებს, დაიცვას აშშ რუსეთისგან
ცნობილი ამერიკელი მსახიობი მორგან ფრიმენი
წაკითხვა
რუსეთის დელეგაციამ ლიტვის პრეზიდენტის  გამოსვლის წინ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომათა დარბაზი დატოვა
რუსეთის დელეგაციამ ლიტვის პრეზიდენტის გამოსვლის წინ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომათა დარბაზი დატოვა
რუსეთის დელეგაციამ ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს გამოსვლის წინ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომათა დარბაზი დატოვა. <
წაკითხვა