საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

819

ევროპარლამენტარი - აფგან მუხთარლის საქმეს მარტო აზერბაიჯანში არ უნდა მივადევნოთ თვალი, რადგან ის თბილისიდან გაიტაცეს

სალომე ქოქიაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-16 13:43:00

აფგან მუხთარლის საქმეს მარტო აზერბაიჯანში არ უნდა მივადევნოთ თვალი, რადგან ის თბილისიდან გაიტაცეს,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საქართველოს დამოუკიდებელი გამოძიება სჭირდება.

„მე შევხვდი აფგან მუხთარლის მეუღლეს და მეგობრებს. ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი გამოძიება ამ გაქრობის თუ გატაცების შესახებ. ამ საკითხზე ევროპარლამენტშიც ვიმსჯელებთ. აფგან მუხთარლის საქმეს მარტო აზერბაიჯანში არ უნდა მივადევნოთ თვალი, რადგან ის თბილისიდან გაიტაცეს.

აფგან მუხთარლიმ და მისმა მეუღლემ აუცილებლად უნდა მიიღონ დაზარალებულის სტატუსი საქართველოში.

ასვეე, მხარს ვუჭერთ მუხთარლის ადვოკატების გადაწყვეტილებას, მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მცდელობა, რომ ის გავათავისუფლოთ“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

რებეკა ჰარმსის თქმით, ციხეში მუხთარლის მდგომარეობა მძიმეა.

„მისი მდგომარეობა ციხეში მძიმეა. მას არც ერთხელ არ ჰქონია შესაძლებლობა შეხვედროდა მეგობრებს და ოჯახის წევრებს.

ამ საკითხებზე, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, აუცილებლად მივმართავ აზერბაიჯანის ხელისუფლებას. უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ამ საქმეს, ჩვენ ევროპარლამენტში მართალია მივიღეთ რეზოლუცია, თუმცა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, მეტია საჭირო“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა პრესკონფერენციაზე.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის ბაქოში იყო დაპატიმრებული საზღვრის უკანონო კვეთისას და არადეკლარირებული დიდი ოდენობის თანხის გადატანის ბრალდებებით. მუხთარლის წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და სასამართლო პროცესებს ელოდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე - უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულმა მოვლენებმა უკრაინის იმიჯი მნიშვნელოვნად შელახა
ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე - უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულმა მოვლენებმა უკრაინის იმიჯი მნიშვნელოვნად შელახა
უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულმა მოვლენებმა უკრაინის იმიჯი მნიშვნელოვნად შელახა, - ეს განცხადება
წაკითხვა
ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მეტს მიაღწიეს და ჩვენც მეტი უნდა გავაკეთოთ მათთვის
ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მეტს მიაღწიეს და ჩვენც მეტი უნდა გავაკეთოთ მათთვის
ევროპარლამენტი ევროკავშირს საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების რეკომენდაციას აძლევს. ნოემბერში დაგეგმილ სამიტამდე
წაკითხვა
აფგან მუხთარლის მეუღლის გამოკითხვა დასრულდა
აფგან მუხთარლის მეუღლის გამოკითხვა დასრულდა
საგამოძიებო უწყებაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლის გამოკითხვა დასრულდა. 
წაკითხვა
აფგან მუხთარლის ადვოკატი - ახალი არის ის, რომ ახალი არაფერი არ არის
აფგან მუხთარლის ადვოკატი - ახალი არის ის, რომ ახალი არაფერი არ არის
ახალი არის ის, რომ ახალი არაფერი არ არის - ამ სიტყვებით დატოვა აფგან მუხთარლის ქართველმა ადვოკატმა პროკურატურის შენობა.
წაკითხვა
აფგან მუხტარლის მეუღლე საგამოძიებო უწყების შეკითხვებს პასუხობს
აფგან მუხტარლის მეუღლე საგამოძიებო უწყების შეკითხვებს პასუხობს
ამ წუთებში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, 
წაკითხვა
აფგან მუხთარლის ადვოკატი: შს მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაგვიანებულია
აფგან მუხთარლის ადვოკატი: შს მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაგვიანებულია
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატის განმარტებით,  სასაზღვრო პოლიციის უფროსისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის თა
წაკითხვა
რატომ ტოვებს ძალოვან უწყებებს ორი მაღალჩინოსანი - უკავშირდება თუ არა მათი უფლებამოსილების შეჩერება გახმაურებულ საქმეებს
რატომ ტოვებს ძალოვან უწყებებს ორი მაღალჩინოსანი - უკავშირდება თუ არა მათი უფლებამოსილების შეჩერება გახმაურებულ საქმეებს
ბოლო დროის გახმაურებული საქმის გამო, ძალოვან უწყებებს ორი მაღალჩინოსანი ტოვებს. 
წაკითხვა
რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქმა და მისმა ოჯახმა საქართველოში ან ევროპაში აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი
რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქმა და მისმა ოჯახმა საქართველოში ან ევროპაში აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი
 ყველამ, ვისზეც გარკვეული ზეწოლა ხორციელდ
წაკითხვა