საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

NDI ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება

მარიამ ცარელაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-16 13:32:00 განახლებულია 2017-07-16 16:32:00

Tags:NDI

NDI–ის დელეგაცია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესს შეაფასებს, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ოფიციალურად განაცხადა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია საქართველოში ოქტომბერში დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოვიდა და შეხვედრებს მართავს. 

17-21 ივლისის პერიოდში, ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგად დელეგაცია არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს.

21 ივლისს, NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს. ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

დელეგაციის წევრები არიან იანუშ ონიშკევიჩი, პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პოლონეთის პარლამენტის ყოფილი წევრი; დევიდ კრამერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით; ქეთრინ ნუნი, ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარის მოადგილე და ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხთა წარმომადგენელი; ლორა თორნტონი, NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; მარია ბაბიჩი, დამოუკიდებელი საარჩევნო ექსპერტი; მელისა მუსიო, NDI-ის პროგრამების უფროსი მენეჯერი საქართველოში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში და მაიკლ მაკნოლტი, NDI-ის არჩევნები და პოლიტიკური პროცესების პროგრამების უფროსი მენეჯერი.

სადამკვირვებლო დელეგაციას „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NDI-ის მონიტორინგის მისიის წევრები ალეკო ელისაშვილს შეხვდნენ
NDI-ის მონიტორინგის მისიის წევრები ალეკო ელისაშვილს შეხვდნენ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის
წაკითხვა
NDI-ის მონიტორინგის მისიის წევრები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
NDI-ის მონიტორინგის მისიის წევრები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
NDI-ის მონიტორინგის მისიის წევრები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. &l
წაკითხვა
NDI-ს წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები მედიას ხვდებიან
NDI-ს წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები მედიას ხვდებიან
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში, ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან. მანამდე მისიის წარმომადგენლები დიპლომატიური
წაკითხვა
 NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან
NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან
NDI -ის  წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან. საარჩევნო გარემო და ამ მიმართულებით არსებული პრობლემები – ეს ძირი
წაკითხვა
​NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წევრები „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შეხვდნენ
​NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წევრები „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შეხვდნენ
​NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წევრები „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შეხვდნენ.
წაკითხვა
NDI-ის ​დელეგაციის წევრები
NDI-ის ​დელეგაციის წევრები "ევროპული საქართველოს" ლიდერებს შეხვდნენ 
არჩევნებამდე სამი თვით ადრე ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით თამაშის წესები, რაცარის ძალიან ცუდი, ეს ართულებს საარჩევნო პროცესს ყველა ოპოზიციური პარ
წაკითხვა
NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები
NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" ლიდერებს შეხვდნენ
NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" ლიდერებს შეხვდნენ.
წაკითხვა
NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წევრები „ქართული ოცნების“ ლიდერებს ხვდებიან
NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წევრები „ქართული ოცნების“ ლიდერებს ხვდებიან
NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წევრები „ქართული ოცნების“ ლიდერებს ხვდებიან. 
წაკითხვა
858

უახლესი