საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქს თავშესაფრის მიღების იმედი აქვს, საქართველოში თუ არა, ევროპაში მაინც

სალომე ქოქიაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-16 13:24:00

მუსტაფა ემრე ჩაბუქს თავშესაფრის მიღების იმედი აქვს, საქართველოში თუ არა, ევროპაში მაინც, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა გლდანის მე-8 დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც დემირელის კოლეჯის მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს შეხვდა. 

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ევროპარლამენტარმა საზოგადოებრივს განუცხადა, ჩაბუქი თავს კარგად გრძნობს და მას თავშესაფრის მიღების იმედი აქვს, საქართველოში თუ არა, ევროპაში მაინც. 

ამასთან, რებეკა ჰარმსი მიიჩნევს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება თურქეთში არ უნდა მოხდეს.

„მუსტაფა ემრე ჩაბუქს არ აქვს საკმარისი კონტაქტი ოჯახთან, ენატრება მეუღლე და შვილები. ციხის მომსახურე პერსონალზე მხოლოდ კარგს ამბობს. ჰყვება, რომ ძალიან კარგად ექცევიან. ამავდროულად მითხრა, რომ თვალს ადევნებს მოვლენათა განვითარებას თურქეთში. მას თავშესაფრის მიღების იმედი აქვს, საქართველოში თუ არა, ევროპაში მაინც, ეს სამართლიანი იქნება, რადგან თუ გავითვალისწინებთ თურქეთში, შარშანდელი მოვლენების ერთი წლის თავზე გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, კანონის უზენაესობის იმედი არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა რებეკა ჰარმსმა საზოგადოებრივთან საუბრისას. 

ევროპარლამენტარისა და დემირელის კოლეჯის დაკავებულ მენეჯერს შორის შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

რებეკა ჰარმსი მუსტაფა ემრე ჩაბუქის პედაგოგის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ხვდება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს. 

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი სამართლდამცველებმა თურქული მხარის მოთხოვნით დაახლოებით ორი თვის წინ დააკავეს. თურქული მხარე მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ  3-თვიანი წინა საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

ჩაბუქი დაკავების შემდგომ თავშესაფარს საქართველოში ითხოვდა, თუმცა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ლტოვილის სტატუსის მინიწებაზე მას 7 ივლისს უარი უთხრა.
ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქმა და მისმა ოჯახმა საქართველოში ან ევროპაში აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი
რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქმა და მისმა ოჯახმა საქართველოში ან ევროპაში აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი
 ყველამ, ვისზეც გარკვეული ზეწოლა ხორციელდ
წაკითხვა
ევროპარლამენტარი - აფგან მუხთარლის საქმეს მარტო აზერბაიჯანში არ უნდა მივადევნოთ თვალი, რადგან ის თბილისიდან გაიტაცეს
ევროპარლამენტარი - აფგან მუხთარლის საქმეს მარტო აზერბაიჯანში არ უნდა მივადევნოთ თვალი, რადგან ის თბილისიდან გაიტაცეს
წაკითხვა
რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოს მთავრობამ თურქეთში არ უნდა დააბრუნოს
რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოს მთავრობამ თურქეთში არ უნდა დააბრუნოს
ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი დემირელის
წაკითხვა
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე პროკურატურაში გასაუბრებაზე იმყოფებოდა
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე პროკურატურაში გასაუბრებაზე იმყოფებოდა
დემირელის სკოლის დაკავებული მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე პროკურატურაში გასაუბრებაზე იმყოფებოდა. გასაუბრებას მისი უფლებადამცველიც ე
წაკითხვა
მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე - დაკავებულის ადვოკატი სამართლებრივ დავას განაგრძობს
მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე - დაკავებულის ადვოკატი სამართლებრივ დავას განაგრძობს
ლტოლვილთა სამინისტროდან უარის მიღების შემდეგ, დემირელის კოლეჯის დაკავებული პედაგოგის ადვოკატი სამართლებრივი დავის გაგრძელებისთვის ემზადება.
წაკითხვა
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში უპასუხეს
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში უპასუხეს
დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა
წაკითხვა
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ
მუსტაფა ემ
წაკითხვა
არასამთავრობო ორგანიზაციები - მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია
არასამთავრობო ორგანიზაციები - მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია
არასამთავრობო ორგანიზაციები დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე ლტოლვილთა სამინისტროს
წაკითხვა
616

უახლესი