საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

9606

ქრთამის აღების ფაქტზე სუს-მა მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავა

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-12 10:10:00 განახლებულია 2017-07-12 12:10:00


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე დააკავეს. 

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. გარდა ამისა, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ  თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონებისა და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ. 

სუს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ აბესაძე „ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. შემდეგ კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი იყო. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დაკავება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე - იმერეთში 27 შემთხვევა გამოვლინდა
დაკავება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე - იმერეთში 27 შემთხვევა გამოვლინდა
დაკავება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე - იმერეთში 27 შემთხვევა გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონ
წაკითხვა
ოთარ აბესაძის დაცვის მხარემ მისი გათავისუფლების შუამდგომლობა შესაძლოა კიდევ ერთხელ დააყენოს
ოთარ აბესაძის დაცვის მხარემ მისი გათავისუფლების შუამდგომლობა შესაძლოა კიდევ ერთხელ დააყენოს
ოთარ აბესაძის დაცვის მხარემ, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი გათავისუფლების შუამდგომლობა შესაძლოა კიდევ ერთხელ დააყენოს. &
წაკითხვა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რ
წაკითხვა
ბრემენში ტერორიზმში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს
ბრემენში ტერორიზმში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს
გერმანიის ქალაქ
წაკითხვა
თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციისას 74 ადამიანი დააკავეს
თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციისას 74 ადამიანი დააკავეს
თურქეთის სპეცსამსახურებმა ანტიტერორისტული
წაკითხვა
ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია
ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია
ლონდონში, პარსონსის მეტროში ტერაქტში ეჭვმ
წაკითხვა
ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო აეროპო
წაკითხვა
საქართველოს მოქალაქე თურქეთიდან 27 წლის ქალის ჩემოდნით გადმოყვანის მცდელობისას დააკავეს [ვიდეო]
საქართველოს მოქალაქე თურქეთიდან 27 წლის ქალის ჩემოდნით გადმოყვანის მცდელობისას დააკავეს [ვიდეო]
საქართველოს მოქალაქე სარფის სასაზღვრო პუნ
წაკითხვა