საზოგადოებრივი
104.5 FM
2475

ავთანდილ ხურციძე ჩემპიონის ტიტულის ჩამორთმევას უარყოფს და აცხადებს, რომ სტატუსი შეუჩერეს

მარიამ ცარელაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-20 01:21:00

ავთანდილ ხურციძეს WBO ვერსიით მოგებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ჩემპიონის ქამარი არ ჩამორთმევია, - ამის შესახებ განცხადება სპორტსმენის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა. 

„უბრალოდ მას შეუჩერდა მოქმედი ჩემპიონის სტატუსი და WBO-ს საშუალო წონის მოქმედი ჩემპიონის ტიტული შესაბამისად დღეს ვაკანტური გახდა“, - ნათქვამია სპორტსმენის სახელით გავრცელებულ განცხადებაში. 

საზოგადოებრივი გთავაზობთ WBO-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ორიგინალს

შეგახსენებთ, აშშ-ში დაკავებულ მოკრივეს WBO-მ ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა. WBO-მ (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) საკუთარი გადაწყვეტილება სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა. 

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ხურციძის პრომოუტერებს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე WBO-სგან ოფიციალური წერილი გაეგზავნათ, რომლითაც მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების - თუ რა საფუძვლით შეიძლებოდა ტიტულის ჩამორთმევის თავიდან აცილება, თუმცა რეზოლუციის მიხედვით, ქართველი მოკრივის პრომოუტერმა ლოუ დიბელამ წერილი უპასუხოდ დატოვა. 

ამჯერად WBO ხურციძეს 10-დღიან ვადას აძლევს გასაჩივრებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ტიტულის ჩამორთმევის გადაწყვეტილება, დოკუმენტის მიხედვით, საბოლოო იქნება და ვეღარ გადაიხედება.

რეზოლუციას ხელს WBO-ს ჩემპიონატის კომიტეტის თავმჯდომარე ლუი ბატისტა სალასი აწერს. 

ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ხურციძეს ისედაც დროებითი და არა სრულფასოვანი ჩემპიონის ტიტული ჰქონდა და მისი შენარჩუნება, WBO-ს წესების მიხედვით, მხოლოდ მორიგ ბრძოლაში გამარჯვებით ანუ ქამრის დაცვით იყო შესაძლებელი. 

აღნიშნული რეზოლუციის გამოქვეყნების შემდეგ, „მოამბემ“ ხურციძის პრომოუტერ ლოუ დიბელასთან დაკავშირება როგორც ოფიციალური ელექტრონული ფოსტით, ისე საპრომოუტერო კომპანიის (DiBella Entertainment) „ფეისბუქ“ გვერდით სცადა, მაგრამ „მოამბის“ წერილობით მიმართვას პასუხი არ მოჰყოლია. 

ავთანდილ ხურციძე 10 დღის წინ ნიუ იორკში დააკავეს. მას ბრალად ე.წ. შულაიას კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედება და გამოძიების მტკიცებით არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ავთანდილ ხურციძის მეგობრის ინფორმაციით, ბრალდებულმა გირაოთი გათავისუფლებაზე უარი თქვა
ავთანდილ ხურციძის მეგობრის ინფორმაციით, ბრალდებულმა გირაოთი გათავისუფლებაზე უარი თქვა
ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესის გადადების მიზეზებზე ამერიკაში მცხოვრები ქართველი სპორტსმენი, დაკავებულის მეგობარი მერაბ დვალიშვილი სა
წაკითხვა
აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო
აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო
აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მისმა მეგობრებმა მიაწოდეს, რომლებიც აშშ-ში პროცესს უნდა დ
წაკითხვა
აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძის დედა ხვალ შვილის გათავისუფლებას ელოდება
აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძის დედა ხვალ შვილის გათავისუფლებას ელოდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის დედა ხვალ შვილის გათავისუფლებას ელოდება. მაყვალა ხურციძე მის უდანაშაუ
წაკითხვა
აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძის დედა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძის დედა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული სპ
წაკითხვა
„ამდენ მკვლელებში და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ“ - ავთანდილ ხურციძე ამერიკის ციხიდან ელექტრონულ წერილს აგზავნის
„ამდენ მკვლელებში და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ“ - ავთანდილ ხურციძე ამერიკის ციხიდან ელექტრონულ წერილს აგზავნის
ნიუ
წაკითხვა
მენი პაკიაომ სენსაციურად წააგო ჯეფ ჰორნთან
მენი პაკიაომ სენსაციურად წააგო ჯეფ ჰორნთან
ლეგენდარულმა ფილიპინელმა მოკრივემ, მენი პაკიაომ
წაკითხვა
ავთანდილ ხურციძის დედა - შვილი ტელეფონით დამიკავშირდა და მითხრა, რომ ერთ კვირაში გაათავისუფლებენ
ავთანდილ ხურციძის დედა - შვილი ტელეფონით დამიკავშირდა და მითხრა, რომ ერთ კვირაში გაათავისუფლებენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქა
წაკითხვა
აშშ-ში დაკავებულ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს WBO-მ ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა
აშშ-ში დაკავებულ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს WBO-მ ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე კრივში დროებითი მსოფლიო ჩე
წაკითხვა