საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

1900

ფხენიანის მიერ გათავისუფლებული ამერიკელი სტუდენტი გარდაიცვალა

აკაკი შენგელია
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-20 00:49:00


22 წლის ამერიკელი სტუდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდის ოჯახის წევრები ადასტურებენ. 

ოტო უორმბიერი ჩრდილოეთ კორეაში 15 თვეზე მეტხანს ჰყავდათ დაკავებული და ის ოჯახს ერთი კვირის წინ დაუბრუნდა, თუმცა აშშ-ში მისი გადაყვანის შემდეგ გაირკვა, რომ ახალგაზრდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

ფხენიანის მტკიცებით, კომატოზური მდგომარეობის მიზეზი ბოტულიზმი და საძილე აბები გახდა, თუმცა ამერიკელმა ექიმებმა ეს ვერსია ეჭვქვეშ დააყენეს. 

ამერიკელ სტუდენტს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მიერ 15-წლიანი კატორღა ჰქონდა მისჯილი. მარტში გახდა ცნობილი, რომ ოჰაიოელ სტუდენტს შრომა-გასწორებით კოლონიაში სასჯელის მოხდა მიუსაჯეს. მას „სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული“ ედებოდა ბრალად. 

ვირჯინიის უნივერსიტეტის, ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი ჩრდილოეთ კორეაში ტურისტთა ჯგუფთან ერთად ჩავიდა. ის ფხენიანის სასტუმროდან პროპაგანდისტული პლაკატის მოპარვის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მან ეს დანაშაული აღიარა. 

წყარო: BBC

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ირანის პრეზიდენტი რიტორიკას ცვლის - აშშ-სა და ირანს  შორის ბოლოდროინდელი დაპირისპირების მიზეზები
ირანის პრეზიდენტი რიტორიკას ცვლის - აშშ-სა და ირანს შორის ბოლოდროინდელი დაპირისპირების მიზეზები
ირანის პრეზიდენტი რიტორიკას ცვლის. სულ რა
წაკითხვა
სერგეი ლავროვი - რუსეთი არ აპირებს,  ჯავრი იყაროს  ამერიკელებზე
სერგეი ლავროვი - რუსეთი არ აპირებს, ჯავრი იყაროს ამერიკელებზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მეიერ არასამიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეწყვეტას გამოეხმაურა.
წაკითხვა
რუსეთის მოქალაქეები აშშ-ის არასამიგრაციო ვიზების მიღებას 23 აგვისტოდან ვეღარ შეძლებენ
რუსეთის მოქალაქეები აშშ-ის არასამიგრაციო ვიზების მიღებას 23 აგვისტოდან ვეღარ შეძლებენ
რუსეთის მოქალაქეები აშშ-ის არასამიგრაციო ვიზების მიღებას 23 აგვისტოდან ვეღარ შეძლებენ. შესაბამის განცხადება  რუსეთში აშშ-ის საელჩოს ვებგვერ
წაკითხვა
ამერიკული სარაკეტო სამხედრო ხომალდი ლიბერიულ სავაჭრო ხომალდს შეეჯახა
ამერიკული სარაკეტო სამხედრო ხომალდი ლიბერიულ სავაჭრო ხომალდს შეეჯახა
ამერიკული სარაკეტო სამხედრო ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ სინგაპურის სიახლოვეს მალაკის სრუტეში ლიბერიულ სავაჭრო ხომალდს შეეჯახა. ამის შესახებ ინფო
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი იორდანიას, თურქეთსა და უკრაინას ეწვევა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი იორდანიას, თურქეთსა და უკრაინას ეწვევა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი უახლოეს დღეებში იორდანიას, თურქეთსა და უკრაინას ეწვევა, ამის შესახებ ინფორმაცია
წაკითხვა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: აშშ და სეული  ჩრდილოეთ კორეის შესახებ მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: აშშ და სეული ჩრდილოეთ კორეის შესახებ მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ
წაკითხვა
დონალდ ტრამპმა მეწარმეთა მრჩეველთა საბჭო დაითხოვა
დონალდ ტრამპმა მეწარმეთა მრჩეველთა საბჭო დაითხოვა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეწარმეთ
წაკითხვა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი აშშ-ს საელჩოს სამართლებრივ საკითხებში მრჩეველთან შეხვედრას მართავს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი აშშ-ს საელჩოს სამართლებრივ საკითხებში მრჩეველთან შეხვედრას მართავს
იურიდიულ&l
წაკითხვა