საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ბათუმელები პოლონელებს მასპინძლობას გაუცვლიან

მერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-20 00:20:00

ლიცენზირებული სტადიონების დეფიციტის გამო, შესაძლოა, ევროპის ლიგაზე ბათუმის „დინამოს“ მასპინძლობის რიგითობის შეცვლა მოუხდეს. 

უეფა-ში გამართულმა წილისყრამ ბათუმელები პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ „იაგელონიას“ შეახვედრა. „დინამოს“ საკუთარი სტადიონი არ გააჩნია და მეტოქეს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 6 ივლისს უნდა უმასპინძლოს, მაგრამ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმელთა და ქუთაისის „ტორპედოს“ თამაშის გრაფიკები დაემთხვა. ქუთაისელებმაც მეტოქე, სლოვაკეთის „ტრენჩინი“ 6 ივლისს ქუთაისის „რამაზ შენგელია - არენაზე“ უნდა მიიღონ. ერთ დღეს კი სტადიონზე ორი მატჩი ვერ გაიმართება. 

„სტადიონი ქუთაისის „ტორპედოსია“ და ცხადია, გრაფიკის შეცვლა ჩვენ მოგვიწევს. პოლონელებს შევთავაზებთ, რომ პირველი მატჩი ქუთაისში გავმართოთ, რაც მათ უნდა აწყობდეთ“, – ამბობს ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორი მალხაზ მახარაძე. 

შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ ევროსარბიელზე გასული ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც მეტოქეს საკუთარ ქალაქში მიიღებს. ბათუმელების გარდა, სხვა ქალაქებში ითამაშებენ „სამტრედია“ და საჩხერის „ჩიხურაც“ – ორივე მათგანი მეტოქეს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„​ტორპედოს“ მეტოქე გუნდში, საუკეთესო მოთამაშედ ქართველი აღიარეს
„​ტორპედოს“ მეტოქე გუნდში, საუკეთესო მოთამაშედ ქართველი აღიარეს
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზ
წაკითხვა
ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი თბილისის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა
ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი თბილისის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა
ფეხბურთში, ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი ლიდერის გამარჯვებით დასრულდა - „დინამო
წაკითხვა
„დინამო არენაზე“ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა მიმდინარეობს
„დინამო არენაზე“ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა მიმდინარეობს
„დინამო არენაზე“ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა მიმდინ
წაკითხვა
ცნობილია, მოგების შემთხვევაში, ვის შეხვდებიან ქართული კლუბები ევროპა ლიგის II ეტაპზე
ცნობილია, მოგების შემთხვევაში, ვის შეხვდებიან ქართული კლუბები ევროპა ლიგის II ეტაპზე
წაკითხვა
ნიონში უეფა-ს ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა
ნიონში უეფა-ს ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა
დღეს ნიონში უეფა-ს ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა. გაირკვა ქართული კლუბების მეტოქეები. 
წაკითხვა
ჩემპიონთა და უეფას ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე ქართული გუნდების მეტოქეების ვინაობა უკვე ცნობილია
ჩემპიონთა და უეფას ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე ქართული გუნდების მეტოქეების ვინაობა უკვე ცნობილია
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას ოფისში ჩემპიონთა და ევროპის ლიგების საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა.
წაკითხვა
ბათუმის „დინამოს“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „იაგელონია“ დაუპირისპირდება
ბათუმის „დინამოს“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „იაგელონია“ დაუპირისპირდება
ნიონში, უეფას ოფისში, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე ბათუმის „დინამოს“ მეტოქეც გაირკვა.
წაკითხვა
 „ტორპედო“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაიციო ეტაპზე  „ტრენჩინს“ შეხვდება
„ტორპედო“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაიციო ეტაპზე „ტრენჩინს“ შეხვდება
ნიონში, უეფას ოფისში, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქეც გაირკვა.
წაკითხვა
3643

უახლესი