საზოგადოებრივი
104.5 FM
751

საკონსტიტუციო სასამართლო მოსმენების შესახებ კანონის განხილვას დაუბრუნდება

მერაბ წულუკიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-19 23:06:00

20 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლო მოსმენების შესახებ კანონის განხილვას დაუბრუნდება. ამჯერად სახალხო დამცველთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლო ერთი და იმავე შინაარსის კიდევ 326 სარჩელს განიხილავს, რომელიც, კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში, ცალკეულმა მოქალაქეებმა შეიტანეს. 

მოსარჩელეები მოითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნოს კანონი, რომლის თანახმადაც, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც მათი მტკიცებით, ფაქტობრივად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაშია და დაინტერესებულია, ჰქონდეს პირდაპირი წვდომა სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციებზე.

ხვალ განმწესრიგებელი სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც სარჩელების არსებით განხილვაში მიღების საკითხზე უნდა იმსჯელონ, თუმცა მოსარჩელეები მოითხოვენ, სადავო ნორმები სასამართლომ განმწესრიგებელ სხდომაზევე ცნოს არაკონსტიტუციურად, რადგან მიიჩნევენ, რომ კამპანია „ეს შენ გეხებას“ ანალოგიური შინაარსის სარჩელი გასული წლის 14 აპრილს სასამართლომ დააკმაყოფილა და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია ეგრეთ წოდებული მოსმენების გასაღების ფლობა იმ ორგანოს მიერ, რომელსაც საგამოძიებო ფუნქციები აქვს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა კანონი შეცვალა და მოსმენების „გასაღები“ მიანიჭა ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს. კანონპროექტს ვეტო დაადო პრეზიდენტმა, თუმცა პარლამენტმა შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია. 

„ეს სარჩელი ეხება იმავე ნორმებს, რომელიც ერთხელ უკვე ცნო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად. დავის საგანს წარმოადგენს ნორმები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირს, ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, რომელიც ახლახანს შეიქმნა, ანიჭებს პირდაპირი წვდომის საშუალებას საკომუნიკაციო საშუალებებთან, ანუ ე.წ. მოსმენების გასაღები მის ხელშია. ამგვარი ჩანაწერი, მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და მე-16 მუხლით გათვალისწინებულ პიროვნული განვითარების უფლებას. ეს ეწინააღმდეგება ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2016 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია, რომ განმწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლომ პირდაპირ, გამარტივებული წესით უნდა ცნოს სადავო ნორმები ანტიკონსტიტუციურად“, - განაცხადა საია-ს იურისტმა გიორგი გოცირიძემ, რომელიც მოსარჩელეთა ინტერესებს იცავს. 

სხდომა ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ანუ მოსამართლეთა სრული შემადგენლობა განიხილავს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თვითმმართველობის კოდექსის მე-60-ე მუხლი - 2014 წელს მიღებული სადავო ნორმა და შეფასებები „მოამბეში“
თვითმმართველობის კოდექსის მე-60-ე მუხლი - 2014 წელს მიღებული სადავო ნორმა და შეფასებები „მოამბეში“
პარლამენტს, შესაძლოა, სამი წლის წინ მიღებულ კანონში ცვლილების შეტანა მოუხდეს. 
წაკითხვა
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც ახალი გამგებლის/მერის არჩევისას, უფლებამოსილებას უწყვეტდა გამგეობის/მერიის ყველა სამსახურის ხელმძღვანელს
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც ახალი გამგებლის/მერის არჩევისას, უფლებამოსილებას უწყვეტდა გამგეობის/მერიის ყველა სამსახურის ხელმძღვანელს
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძის სახელით წარდგენილი კონსტიტუციური
წაკითხვა
აღუდგებათ თუ არა ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულებს ავტომობილის მართვის და პროფესიული საქმიანობის უფლება
აღუდგებათ თუ არა ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულებს ავტომობილის მართვის და პროფესიული საქმიანობის უფლება
ნარკოდანაშ
წაკითხვა
მოსმენების ნებართვაზე 265 შუამდგომლობიდან, სასამართლომ მხოლოდ 10 არ დააკმაყოფილა
მოსმენების ნებართვაზე 265 შუამდგომლობიდან, სასამართლომ მხოლოდ 10 არ დააკმაყოფილა
მიმდინარე წლის 7 თვეში, საერთო სასამართლო
წაკითხვა
საკონსტიტუციო სასამართლო „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია პარლამენტის წინააღმდეგ „ნარკოტიკების მომხმარებელთა სა
წაკითხვა
პორნოგრაფიული ხასიათის მასალების უკანონოდ გავრცელებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა განახლდა
პორნოგრაფიული ხასიათის მასალების უკანონოდ გავრცელებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა განახლდა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ პორნოგრაფიული ხასიათის მასალების უკანონოდ გავრცელებასთან დაკავშირებული სარჩელის არსებითი განხილ
წაკითხვა
საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა
საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა
საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით
წაკითხვა
საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა ხვალ განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა ხვალ განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა ხვალ, 12:00 საათზე განახლდება. სასამართლოს პლენუმი 326 მოქალაქის, მათ შორის
წაკითხვა