საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

კონფედერაციათა თასი - გერმანია-ავსტრალია 3:2

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-06-19 22:35:00

რუსეთში მიმდინარე კონფედერაციათა თასზე დასრულდა პირველი ტური, რომლის ბოლო შეხვედრა B ჯგუფში გაიმართა. სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია აზიის თასის მფლობელ ავსტრალიას ხვდებოდა.

ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე გერმანიამ უკვე მეხუთე წუთზე გახსნა ანგარიში, როცა ლარს შტინდლმა გაიტანა იულიან ბრანდტის პასით. მსოფლიოს ჩემპიონი სრულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ტომ როგიჩისგან მიიღო გოლი და ანგარიში გათანაბრდა - 1:1. და მაინც, ავსტრალიამ ტაიმის ბოლომდე ანგარიში ვერ შეინარჩუნა - ლეონ გორეტცკას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი იულიან დრაქსლერმა გამოიყენა და გერმანიამ პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.

მეორე ნახევარი სამი წუთის დაწყებული იყო, როცა ჯოშუა კიმიხისა და გორეტცკას ეფექტური კომბინაცია ამ უკანასკნელით გოლით დასრულდა - 3:1. მატჩის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა 56-ე წუთზე ტომი იურიჩის გოლმა ოდნავ დაძაბა სიტუაცია. დარჩენილ დროში ავსტრალიამ სცადა მატჩის გადარჩენა, მაგრამ არ გამოუვიდა.

გერმანიამ 3:2 მოიგო და ჩილესთან ერთად დაწინაურდა კონფედერაციათა თასის B ჯგუფში. 22 ივნისს, ეს გუნდები მეორე ტურში შეხვდებიან ერთმანეთს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კონფედერაციათა თასზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია
კონფედერაციათა თასზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია
კონფედერაციათა თასზე
წაკითხვა
 კონფედერაციათა თასზე “ა” ჯგუფში მესამე ტურის მატჩები გაიმართა
კონფედერაციათა თასზე “ა” ჯგუფში მესამე ტურის მატჩები გაიმართა
რუსეთში მიმდინარე კონფედერაციათა თასზე “ა” ჯგუფში მესამე ტურის მატჩები გაიმართა. 
წაკითხვა
კონფედერაციათა თასზე ორი ნახევარფინალისტი ცნობილია
კონფედერაციათა თასზე ორი ნახევარფინალისტი ცნობილია
კონფედერაციათა თასზე პირველი ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. მესამე ტური გაიმართა A ჯგუფში,
წაკითხვა
კონფედერაციათა თასზე B ჯგუფში ორივე მატჩი ფრედ დასრულდა
კონფედერაციათა თასზე B ჯგუფში ორივე მატჩი ფრედ დასრულდა
კონფედერაციათა თასზე B ჯგუფში ორი მატჩით დასრულდა მეორე ტური.
წაკითხვა
მექსიკამ კონფედერაციათა თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მექსიკამ კონფედერაციათა თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
კონფედერაციათა თასზე დასრულდა მეორე ტური და A ჯგუფს ორი ლიდერი ჰყავს. მექსიკის ნაკრებმა დღის
წაკითხვა
პორტუგალია კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში გავიდა
პორტუგალია კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში გავიდა
კონფედერაციათა თასზე მეორე ტური დაიწყო. A
წაკითხვა
ფეხბურთში კონფედერაციათა თასის საიუბილეო მეათე გათამაშება დაიწყო
ფეხბურთში კონფედერაციათა თასის საიუბილეო მეათე გათამაშება დაიწყო
ფეხბურთში
წაკითხვა
ფეხბურთში კონფედერაციათა თასის გათამაშება საზოგადოებრივ მაუწყებელზე
ფეხბურთში კონფედერაციათა თასის გათამაშება საზოგადოებრივ მაუწყებელზე
დღეიდან 2 ივლისამდე ფეხბურთში კონფედერაციათა თასის გათამაშება გაიმართება, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს. 
წაკითხვა
487

უახლესი