საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ვენეციის კომისია - საკონსტიტუციო რეფორმა მიმართულია საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო მმართველობაზე საბოლოოდ გარდაქმნისკენ

გამოქვეყნებულია 2017-06-19 21:59:00

ზოგადად, ვენეციის კომისია დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას. კომისიის აზრით, პროცესი მიმართულია საქართველოს პოლიტიკური სისტემის საბოლოოდ გარდასაქმნელად საპარლამენტო მმართველობაზე. კომისია განსაკუთრებით უსვამს ხაზს საარჩევნო სისტემის პროპორციულ მეთოდზე გადასვლის პროცესს, რომელიც გაზრდის პლურალიზმს პარლამენტში. თუმცა, კომისიის აზრით, ეს პოზიტიური ნაბიჯი მაინც იზღუდება გარკვეული მექანიზმებით, მაგალითად ისეთი პრობლემებით, როგორიცაა მანდატების გადანაწილების საკითხი და სხვა, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამი. 

დასკვნაში მოყვანილი მოსაზრებები უმთავრესად ემთხვევა კომისიის წინასწარ შეფასებებს. 

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს კომისიის დასკვნიდან: 

საარჩევნო სისტემა

ვენეციის კომისია მიესალმება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რადგან კომისიის აზრით აქამდე არსებული შერეული სისტემის პრაქტიკა გადაჭარბებულ უმრავლესობას აძლევდა მმართველ პარტიებს. ამასთანავე, ვენეციის კომისია დასაშვებად მიიჩნევს 5 პროცენტიანი ბარიერის არსებობას, რადგან ასეთი პრაქტიკა მოქმედებს ევროპის ბევრ ქვეყანაში.

პოლიტიკური ბლოკების გაუქმება

კომისია ფიქრობს, რომ რაც არ უნდა იყოს მიზეზი პოლიტიკური ბლოკების გაუქმების,  ფაქტია, რომ ეს ცვლილება არ მისცემს შესაძლებლობას მცირე პარტიებს 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის და ამით შესაბამისად იზრდება ხმების დაკარგვის რისკები.

მანდატების გადანაწილების შესახებ

კომისია ფიქრობს, რომ უნდა იქნას განხილული მანდატების გადანაწილების სხვა ვარიანტებიც და არა ის ერთადერთი ვარიანტი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის მიერ არის შემოთავაზებული. კონკრეტულად, ვენეციის კომისიის აზრი ასეთი ვარიანტები შესაძლოა იყოს: 

მანდატების პროპორციულად გადანაწილება ყველა იმ პარტიაზე, რომლებმაც გადალახეს 5 პროცენტიანი ბარიერი

გამარჯვებული პარტიისათვის გარკვეული ზღვარის დაწესება

და/ან საარჩევნო ბარიერის დაწევა 2 ან 3 პროცენტამდე, რა დროსაც დარჩენილი მანდატები ისევ პროპორციული სისტემით გადანაწილდება

პრეზიდენტის არჩევის წესი

კომისიის აზრით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი. კომისია ასევე მიესალმება იმას, რომ პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი გამოიყენება არა შემდეგ წელს, არამედ 2023 წელს. თუმცა, კომისია ფიქრობს, რომ უნდა შემუშავდეს ისეთი სისტემა, რა დროსაც მუდმივად და ექსკლუზიურად არ მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის  მიერ წარმოდგენილი კანდიდატის არჩევა.

საგადასახადო პოლიტიკის შესახებ

კომისია ფიქრობს, რომ რეფერენდუმი გადასახადების დაწესების შესახებ უიშვიათესი მოვლენაა შედარებით სამართალში. კომისიის აზრით, ასეთი მუხლის არსებობით ხდება პარლამენტის სრულად გარიყვა ახალი საგადასახადო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში. შესაბამისად, კომისია ფიქრობს, რომ პარლამენტმა უნდა განსაზღვროს გადასახადები, ხოლო შემდეგ კი პარლამენტის ეს გადაწყვეტილება წარუდგინოს ხალხს ან პარლამენტმა ან პრეზიდენტმა, მხარდასაჭერად ან მის უარსაყოფად.

საბიუჯეტო პოლიტიკის შესახებ

ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას გაძლიერდეს პარლამენტის როლი საბიუჯეტო პოლიტიკაში. შესაბამისად, დებულება იმის თაობაზე, რომ ნებისმიერი ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტში საჭიროებს მთავრობის თანხმობას უნდა იქნას გადასინჯული.

ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ

ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ თავად უფრო კარგად იცის საჭიროა თუ არა უშიშროების საბჭო განხილულ იქნას კონსტიტუციაში და ზოგადად იყოს თუ არა ის კონსტიტუციური ორგანო.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად შედიოდა პრეზიდენტი ჩიხში, მით უფრო აგრესიული ხდებოდა მისი მოქმედება, რაც არ შეშვენის სახელმწიფოს მეთაურს
ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად შედიოდა პრეზიდენტი ჩიხში, მით უფრო აგრესიული ხდებოდა მისი მოქმედება, რაც არ შეშვენის სახელმწიფოს მეთაურს
რაც უფრო მეტად შედიოდა პრეზიდენტი ჩიხში,
წაკითხვა
115 დეპუტატის თანხმობით, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მხარდაჭერილია
115 დეპუტატის თანხმობით, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მხარდაჭერილია
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომას, სადაც მთავარი კანონის პროექტის განხილვა რამდენიმე საათი
წაკითხვა
სადავო საარჩევნო კოდექსი - რას ითხოვს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი
სადავო საარჩევნო კოდექსი - რას ითხოვს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პოლიტიკური უთანხმოების ერთადერთი მიზეზი არ არის. თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების წინ დავის საგანი
წაკითხვა
მმართველმა  გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო  - პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მუხლობრივად განიხილეს
მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო - პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მუხლობრივად განიხილეს
მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვას იწყებს. კორექტირებულ ვარიანტს დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე აცნობს.
წაკითხვა
საქართველოში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ჩამოვა
საქართველოში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ჩამოვა
საქართველოში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ჩამოვა. საზოგადოებრივის ინფორმაციით, ჯანი ბუკიკიო მონაწილეობას მიიღებს ევროპის საკონ
წაკითხვა
საკონსტიტუციო ცვლილებების პროქტის პირველი მოსმენით დამტკიცებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ
საკონსტიტუციო ცვლილებების პროქტის პირველი მოსმენით დამტკიცებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას ეხმაურებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
წაკითხვა
უჩა ნანუაშვილის აზრით, ზოგიერთ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით სახალხო კონსენსუსი არ არსებობს
უჩა ნანუაშვილის აზრით, ზოგიერთ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით სახალხო კონსენსუსი არ არსებობს
ვენეციის კომისიის დასკვნა სრულად შესწავლილი არ არის, თუმცა მას უკვე განიხილავენ და საკონსტიტუ
წაკითხვა
საპარლამენტო კომიტეტის ფორმატში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
საპარლამენტო კომიტეტის ფორმატში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავე
წაკითხვა
582

უახლესი