საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრისას საარჩევნო სისტემაზე შევთანხმდით

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-19 22:02:00

ჩვენ შევთანხმდით იმაზე, თუ რა სახით ჩამოყალიბდება საარჩევნო სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, მმართველ გუნდში კონსენსუსი შედგა. 

„საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. განსახილველი სხვადასხვა საკითხი გვქონდა, მათ შორის კონსტიტუციასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და კონსტიტუციის თაობაზე და კონსენსუსი შედგა იმ გუნდში, რომელსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, მმართველი გუნდი შეთანხმდა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ხოლო შემდეგ მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. 

„მთავარი განსახილველი საკითხი ეს იყო და როგორც ვვარაუდობდი, ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ხოლო ამის შემდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ ბონუსის დანამატით. ეს ის კონსენსუსია, რომელიც შედგა“, - განაცხადა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარი იყო საარჩევნო ბარიერის დაწევაზეც

„რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, საუბარი იმაზე გვქონდა, რომ შესაძლებელია დავწიოთ ერთჯერადად საარჩევნო ბარიერი შერეული სისტემის პირობებში. ამასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია უახლოეს დღეებში დაზუსტდება. მიმაჩნია, რომ სამპროცენტიანი ბარიერი ოპტიმალური იქნება. საბოლოო ჯამში ამაზე პოზიცია პარლამენტში ჩამოყალიბდება და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება შევა. საუბარია 2020 წლის არჩევნებზე, რომელიც შერეული სისტემით ჩატარდება“, - აღნიშნა კობახიძემ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად შედიოდა პრეზიდენტი ჩიხში, მით უფრო აგრესიული ხდებოდა მისი მოქმედება, რაც არ შეშვენის სახელმწიფოს მეთაურს
ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად შედიოდა პრეზიდენტი ჩიხში, მით უფრო აგრესიული ხდებოდა მისი მოქმედება, რაც არ შეშვენის სახელმწიფოს მეთაურს
რაც უფრო მეტად შედიოდა პრეზიდენტი ჩიხში,
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიული პროცესის მონაწილეები ვართ
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიული პროცესის მონაწილეები ვართ
დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიული პროცესის მონაწილეები ვართ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომ
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - მომდევნო არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად 6-წლიანი იქნება
ირაკლი კობახიძე - მომდევნო არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად 6-წლიანი იქნება
მომდევნო არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილე
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - არიან ექსპერტები, რომელთაც ანალიზი და ტექსტის წაკითხვაც არ შეუძლიათ
ირაკლი კობახიძე - არიან ექსპერტები, რომელთაც ანალიზი და ტექსტის წაკითხვაც არ შეუძლიათ
საქართველოში არიან ექსპერტები, რომლებიც,
წაკითხვა
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ აღარ მიიჩნევს
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ აღარ მიიჩნევს
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზი
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - უცხოელმა ექსპერტებმა ვერაფრით ვერ გაიგეს, მოქალაქეობის ყველა საკითხს პრეზიდენტი რატომ წყვეტს
ირაკლი კობახიძე - უცხოელმა ექსპერტებმა ვერაფრით ვერ გაიგეს, მოქალაქეობის ყველა საკითხს პრეზიდენტი რატომ წყვეტს
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხოელმა ექსპერტებმა ვერაფრით ვერ გაი
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - აღმოჩნდა, რომ უჩა ნანუაშვილი კონსტიტუციის შესაბამის მუხლს ვერ კითხულობს
ირაკლი კობახიძე - აღმოჩნდა, რომ უჩა ნანუაშვილი კონსტიტუციის შესაბამის მუხლს ვერ კითხულობს
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის იმპიჩმენტისთვის დაქ
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - უშიშროების საბჭო ნულოვანი ეფექტურობის მქონე ორგანოა
ირაკლი კობახიძე - უშიშროების საბჭო ნულოვანი ეფექტურობის მქონე ორგანოა
„დღეს უშიშროების საბჭო ნულოვანი ეფექტურობის მქონე ორგანოა",- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა. 
წაკითხვა
557

უახლესი