საზოგადოებრივი
104.5 FM
641

მიროსლავ ლაჩეკი - აღმოსავლეთ პარტნიორობამ საქართველოს ბევრი რამ მისცა

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-19 19:58:00

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის აღიარებული და წარმატებული წევრია, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაჩეკმა საზოგადოებრივს განუცხადა. 

როგორც მიროსლავ ლაჩეკმა აღნიშნა, საქართველომ მიიღო ყველა სარგებელი, რაც ამ დრომდე შესაძლებელი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივიდან. 

"უნდა ვიყოთ ამბიციურები, მაგრამ რეალისტები ან რეალისტები, მაგრამ ამბიციურები. აღარ ვცხოვრობთ გრანდიოზული იდეების პერიოდში. აღმოსავლეთ პარტნიორობამ ბევრი რამ მისცა საქართველოს. ძალიან კარგი დროა საშინაო დავალებების შესასრულებლად და რეფორმებისთვის, ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის და პლატფორმის გამოსაყენებლად. არ ელოდოთ გრანდიოზულ განცხადებებს, გამოიყენეთ ის რაც გვაქვს", - განაცხადა მიროსლავ ლაჩეკმა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი