საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ჩემპიონთა და უეფას ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე ქართული გუნდების მეტოქეების ვინაობა უკვე ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას ოფისში ჩემპიონთა და ევროპის ლიგების საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “სამტრედიას“ სავარაუდო მეტოქეებს შორის იყვნენ “ყარაბახი“ (აზერბაიჯანი), “პარტიზანი“ (სერბეთი), “ზალცბურგი“ (ავსტრია), “ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი) და “აპოელი“ (კვიპროსი).

საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონი “ყარაბახს“ დაუწყვილდა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, "სამტრედია" ევროტურნირებს აზერბაიჯანულმა "გაბალამ" გამოთიშა. პირველი შეხვედრა 11-12 ივლისს აზერბაიჯანში გაიმართება, ხოლო განმეორებითი - 18-19 ივლისს თბილისში. მართალია, “სამტრედიას” საკუთარი სტადიონი გააჩნია, მაგრამ მას უეფას ლიცენზია არ გააჩნია. ამის გამო, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი მეტოქეს თბილისში, “დინამო-არენაზე” მიიღებს.

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სამი გუნდი წარმოადგენს.

ვიცე-ჩემპიონი საჩხერეს “ჩიხურას” სავარაუდო მეტოქეები იყვნენ "ლეხი" (პოლონეთი), ალმათის "ქაირათი" (ყაზახეთი), "ალტახი" (ავსტრია), "ლევსკი" (ბულგარეთი), "ზირა" (აზერბაიჯანი). საბოლოოდ, საჩხერელებს ავსტრიული “ალტახი” შეხვდათ. პირველი მატჩი 29 ივნისს თბილისში გაიმართება, ხოლო განმეორებითი - 6 ივლისს.

“ჩიხურას” ივანწმინდას სტადიონი უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და  ამის გამო, ქვეყნის მოქმედი ვიცე-ჩემპიონიც მეტოქეს თბილისში, “დინამო-არენაზე” მიიღებს.

ქუთაისის “ტორპედოს“ სავარაუდო მეტოქეები იყვნენ "ტრენჩინი" (სლოვაკეთი), თელ-ავივის "მაკაბი" (ისრაელი), ბაქოს "ინტერი"(აზერბაიჯანი), "დაჩია" (მოლდოვა), "შირაქი" (სომხეთი). საქართველოს თასის მფლობელს კენჭისყრამ მეტოქედ სლოვაკური “ტრენჩინი” არგუნა, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ბერიძე თამაშობს. 

პირველი მატჩი 29 ივნისს სლოვაკეთში გაიმართება, განმეორებითი - 6 ივლისს ქუთაისში. “ტორპედო” ერთად-ერთი ქართული გუნდია, რომელიც მეტოქეს საკუთარ ქალაქში, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მიიღებს.

ბათუმის "დინამო" პოლონურ “იაგელონიას” შეხვდება. ჩვენი საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანის სავარაუდო მეტოქეები იყვნენ "ვიდეოტონი" (უნგრეთი), "ორდაბასი" (ყაზახეთი), "იაგელონია" (პოლონეთი), "ბოტევი" (ბულგარეთი), "სლოვანი" (სლოვაკეთი).

ბათუმელები პირველ მატჩს 29 ივნისს პოლონეთში გამართავენ, ხოლო განმეორებითს - 6 ივლისს ქუთაისში. ბათუმის "დინამოს" საკუთარი სტადიონი არ გააჩნია და მეტოქეს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

ევროთასების საქართველოს ოთხი წარმომადგენლიდან სამს საკუთარი ლიცენზირებული სტადიონი არ გააჩნია. 

ასევე, იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ევროთასებზე საქართველოს თბილისის “დინამო” არ წარმოადგენს. ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა გუნდმა გარდამავალი ჩემპიონატი ჩააგდო. მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა და არსებობის ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ ვერც ჩემპიონი გახდა, ვერც საქართველოს თასს დაეუფლა და ევროგათამაშებების მიღმა დარჩა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჩემპიონთა ლიგამდე „სამტრედიამ“ სამი ფეხბურთელი გაუშვა და ორი დაიმატა - სიახლეები კიდევ იქნება
ჩემპიონთა ლიგამდე „სამტრედიამ“ სამი ფეხბურთელი გაუშვა და ორი დაიმატა - სიახლეები კიდევ იქნება
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე, „სამტრედია“ აგდამის „ყარაბაღს“ 11 ივლისს სტუმრად შეხვდება, 18 ივლისს კი თბილისში - „დინამო არენაზე“ მიი
წაკითხვა
ბათუმელები პოლონელებს მასპინძლობას გაუცვლიან
ბათუმელები პოლონელებს მასპინძლობას გაუცვლიან
ლიცენზირებული სტადიონების დეფიციტის გამო, შესაძლოა, ევროპის ლიგაზე ბათუმის „დინამოს“ მასპინძლობის რიგითობის შეცვლა მოუხდეს. 
წაკითხვა
ცნობილია, მოგების შემთხვევაში, ვის შეხვდებიან ქართული კლუბები ევროპა ლიგის II ეტაპზე
ცნობილია, მოგების შემთხვევაში, ვის შეხვდებიან ქართული კლუბები ევროპა ლიგის II ეტაპზე
წაკითხვა
ნიონში უეფა-ს ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა
ნიონში უეფა-ს ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა
დღეს ნიონში უეფა-ს ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა. გაირკვა ქართული კლუბების მეტოქეები. 
წაკითხვა
ბათუმის „დინამოს“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „იაგელონია“ დაუპირისპირდება
ბათუმის „დინამოს“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „იაგელონია“ დაუპირისპირდება
ნიონში, უეფას ოფისში, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე ბათუმის „დინამოს“ მეტოქეც გაირკვა.
წაკითხვა
 „ტორპედო“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაიციო ეტაპზე  „ტრენჩინს“ შეხვდება
„ტორპედო“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაიციო ეტაპზე „ტრენჩინს“ შეხვდება
ნიონში, უეფას ოფისში, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქეც გაირკვა.
წაკითხვა
„ჩიხურას“ მეტოქე ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიული „ალტახი“ იქნება
„ჩიხურას“ მეტოქე ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიული „ალტახი“ იქნება
ნიონში, უეფას ოფისში ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა მიმდინარეობს.
წაკითხვა
„სამტრედია“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ყარაბახს“ შეხვდება
„სამტრედია“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ყარაბახს“ შეხვდება
წაკითხვა
11342

უახლესი