საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

797

„ბახალას“ ადვოკატი - გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკი ჩაუდეს

რევაზ ხუციშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-19 13:54:00

ოთხი თვის წინ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მსახიობის გიორგი გიორგანაშვილის, იგივე „ბახალას“ ადვოკატის ნინო გელაშვილის თქმით, მას ნარკოტიკები ჩაუდეს. 

„მთავარი კითხვის ნიშანი არის ის რომ, საქმეში არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები და მათ მიერ ერთპიროვნულად შედგენილი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები. ძირითად კითხვებზე, რომელიც დაცვისთვის მნიშვნელოვანია არ ახსოვთ პასუხები, რით შეიძლება, აპელირება მოვახდინოთ გიორგის უდანაშაულობაზე. თუნდაც ის, რომ ის მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ მოათავსეს პოლიციის მანქანაში და პოლიციის მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. არ ახსოვთ პოლიციელებს, რომ მოკლესახელოებიანი მაისური ეცვა და შემდეგ, როცა შესცივდა, გრძელსახელოებიანი მაისური მოაცვეს, რომელშიც შემდგომ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს და მეც ვამბობ, რომ გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკი ჩაუდეს, თუმცა საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, რამდენად შევძლებთ ამის დამტკიცებას, ეს მეორე საკითხია. ცალკე მხარეს დგას გიორგი და მეორე მხარეს დგას სახელმწიფო უწყება, რასაც პოლიცია ჰქვია. 

არ ჩაუტარებია სახელმწიფო ბრალდებას ექსპერტიზა იმის თაობაზე, იყო თუ არა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგანაშვილის დნმ-ი ან ანაბეჭდი. მხოლოდ მოწმე პოლიციელების საფუძველზე ამტკიცებენ რომ ნარკოტიკული საშუალება არის გიორგი გიორგანაშვილის“, - აცხადებს ადვოკატი.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქალაქო სასამართლოში ჭონქაძის ქუჩაზე მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე მივიდა
საქალაქო სასამართლოში ჭონქაძის ქუჩაზე მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე მივიდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭონქაძის ქ
წაკითხვა
სასამართლო ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებულ პირთათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
სასამართლო ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებულ პირთათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
 
წაკითხვა
სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ  ე. ჯ.-ს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ე. ჯ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქ
წაკითხვა
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება. ბრალდე
წაკითხვა
მეუღლის მკვლელობისათვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მეუღლის მკვლელობისათვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვ
წაკითხვა
პროკურატურა ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ძმების მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
პროკურატურა ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ძმების მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ძმების მახირ და ნაზიმ ჯაფაროვებისათვის პროკურ
წაკითხვა
ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს
წაკითხვა
ე.წ ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა ფინალურ ეტაპზეა - როდის გამოუტანენ დეკანოზს განაჩენს
ე.წ ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა ფინალურ ეტაპზეა - როდის გამოუტანენ დეკანოზს განაჩენს
გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვა ფინალურ ეტაპზეა. მძიმე დანაშაულში ბრალდებულ სასულიერო პირს, სავარაუდოდ, სექტემბერში განაჩენს გამოუტ
წაკითხვა