საზოგადოებრივი
104.5 FM
283

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს არსებითად განიხილავს მოქალაქე ალექსანდრე მელქაძის პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელს

მერაბ წულუკიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-19 13:28:00

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს არსებითად განიხილავს მოქალაქე ალექსანდრე მელქაძის  პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელს. 

მოქალაქე საარჩევნო კოდექსის იმ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ერთიან საარჩევნო სიაში მხოლოდ იმ ამომრჩევლების შეყვანა ხდება, ვისაც რეგისტრაციის ადგილი და მუდმივი საცხოვრებელი აქვს. მოქალაქე აცხადებს, რომ სადავო ნორმის გამო მას არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციით გარანტირებული შესაძლებლობა, რადგან არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ერთიან საარჩევნო სიაში მოსახვედრად საკმარისი უნდა იყოს არა მუდმივი ბინადრობის, არამედ ფაქტობრივი საცხოვრებლის მონაცემები.

"გასულ წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინ, ჩემმა მარწმუნებელმა მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა მისი კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფა, მაგრამ პრობლემა იმაში იყო, რომ მას მუდმივი რეგისტრაციის ადგილი არ გააჩნია. დაკარგული აქვს ბინა, რის გამოც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მესამე ნაწილი პირდაპირ ადგენს, რომ ამომრჩეველთა სია უნდა შედგეს ამომრჩევლის საცხივრებელი სახლის მისამართის მიხედვით, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, ვინაიდან კონსტიტუცია უზრუნველყოფს არჩევნებში მონაწილეობას ნებისმიერი მოალაქისთვის მას გააჩნია რეგისტრაცია თუ არა. აღნიშნული მუხლი ჩვენს მიერ გასაჩივრდა 2016 წლის აგვისტოში, დღეს დაიწყო არსებითი განხილვა“, - განაცხადა მოსარჩელის ინტერესების დამცველმა დავით ჩიხლაძემ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, დღეს, 08:00-დან 14:00 საათამდე დედაქალაქის ცალკეულ უბნებში მოძრაობა აიკრძალება
„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, დღეს, 08:00-დან 14:00 საათამდე დედაქალაქის ცალკეულ უბნებში მოძრაობა აიკრძალება
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი
წაკითხვა
რამდენიმე თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერების ასარჩევად შესაძლოა, არჩევნების მეორე ტური გახდეს საჭირო
რამდენიმე თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერების ასარჩევად შესაძლოა, არჩევნების მეორე ტური გახდეს საჭირო
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თვითმმართვ
წაკითხვა
სამთავისის N28 საარჩევნო უბანზე რამდენიმე საათში ორი სხვადასხვა ოქმი დაიწერა
სამთავისის N28 საარჩევნო უბანზე რამდენიმე საათში ორი სხვადასხვა ოქმი დაიწერა
სამთავისის N28 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი ხმაურით წარიმართა. შემაჯამებელი ოქმი უბა
წაკითხვა
წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.38% მოიპოვა
წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.38% მოიპოვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მ
წაკითხვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 57.3% მოიპოვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 57.3% მოიპოვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, რომელიც 3644 საარჩევნო უბნიდან 1440-ამდე
წაკითხვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს [ვიდეო]
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს [ვიდეო]
ფოთის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“
წაკითხვა
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ლიდერობს [ვიდეო]
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ლიდერობს [ვიდეო]
ქუთაისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ლიდერობს - ამის შესახებ
წაკითხვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლიდერობს [ვიდეო]
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლიდერობს [ვიდეო]
ბათუმის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლაშა კომახიძე ლიდერობს - ამის შესახებ ცე
წაკითხვა