საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 15.00 საათამდე გადაიდო

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-19 13:23:00

ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცედურის დაწყების დრო შეიცვალა, - ამის შესახებ საზოგადოებრივს თბილისის ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

მათი თქმით, რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათზე დაიწყება.

„საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“ -აცხადებენ სააგენტოში.

საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს 13.00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მშობლებმა ტექნიკური ხარვეზების გამო ბავშვების დარეგისტრირება ვერ შეძლეს.

დედაქალაქს ივლისში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს.

ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე მოცემულ სპეციალურ მენიუში, სადაც სავალდებულოა მითითებული ველების შევსება კონკრეტული რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე ბავშვისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ.

რეგისტრაცია 29 ივნისს, 24:00 საათზე დასრულდება.
 
თბილისში საზაფხულო ბაღები 3-დან 31 ივლისამდე იმუშავებს, შემდეგ ბაგა-ბაღებში:
 
საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები, მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2017-2018 სააღმზრდელო წელს.
 
საზაფხულო ბაღების სია რაიონების მიხედვით: გლდანის რაიონი - N153, N48, N205, N216, N186; დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15; ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა"; ისნის რაიონი - N202, N29, N26, N215, N182; კრწანისის რაიონი - N51, N206; მთაწმინდის რაიონი - N170, N152, N162; ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80; საბურთალოს რაიონი - N197, N171, N112; სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45, N196, N72; ჩუღურეთის რაიონი - N34, N5", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 19 ივნისს დაიწყება
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 19 ივნისს დაიწყება
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 19 ივნისს, 13.00 საათზე დაიწყება და 29 ივნისს დასრულდე
წაკითხვა
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია
წაკითხვა
 პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი - რა პრობლემები შეექმნათ მშობლებს
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი - რა პრობლემები შეექმნათ მშობლებს
წინა წლების მსგავსად, მშობლების ნაწილი პი
წაკითხვა
პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის მე-2 ეტაპი დღეს დაიწყო
პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის მე-2 ეტაპი დღეს დაიწყო
ხარვეზები პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში. მოქალაქეთა ნაწილი ტექნიკურ გაუმართაობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სასურველ სკოლებში შვილებ
წაკითხვა
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის II ეტაპი 8 მაისს დაიწყება
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის II ეტაპი 8 მაისს დაიწყება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - პროფესიულ სასწავლებლებში განაცხადი 8500-ზე მეტმა მოსწავლემ  შეიტანა
გიორგი კვირიკაშვილი - პროფესიულ სასწავლებლებში განაცხადი 8500-ზე მეტმა მოსწავლემ შეიტანა
წელს წინა წელთან შედარებით, 25%-ით მეტმა - 8500-ზე მეტმა მოსწავლემ  შეიტანა განაცხადი და გაიარა რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებლებში, –ამის
წაკითხვა
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო - რა სიახლეებით ხვდებიან სასწავლო წელს სკოლები
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო - რა სიახლეებით ხვდებიან სასწავლო წელს სკოლები
პირველკლასელთა ერთი ნაწილის რეგისტრაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე, სასურ
წაკითხვა
10 აპრილიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყება
10 აპრილიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყება
10 აპრილიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყება. პროცედურა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. 24 აპრილამდე რეგისტრირდებიან მოსწავლეები, რომელთა და-ძ
წაკითხვა
500

უახლესი