საზოგადოებრივი
104.5 FM
25514

სტამბოლი-თბილისის რეისს პრობლემები შეექმნა - მგზავრების ინფორმაციით, თვითმფრინავს მეხი დაეცა

სტამბოლი-თბილისის რეისს აფრენიდან რამდენიმე წუთში, უამინდობის გამო, პრობლემები შეექმნა და უკან, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დაბრუნდა. ამის შესახებ საზოგადოებრივს თვითმფრინავის მგზავრებმა განუცხადეს. 

ერთ-ერთი მგზავრის, კოტე მათითაშვილის განცხადებით, თვითმფრინავს აფრენიდან რამდენიმე წუთში მეხი დაეცა. 

მისივე ინფორმაციით, მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე მოქალაქეა და მომხდარის შედეგად, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი არცერთი ადამიანი არ დაშავებულა. 

როგორც მათითაშვილმა საზოგადოებრივთან საუბრისას განაცხადა, ახლა მგზავრები ახალ რეისს ელოდებიან, რომლითაც თბილისში გამოფრინდებიან. 

„თვითმფრინავს მეხი დაეცა. მშვიდობით დავჯექით. აეროპორტში ვართ ახლა. არავინ დაშავებულა საერთოდ. აეროპორტში თავს გვევლებიან. ახლა ახალ რეისს ველოდებით და თბილისში გამოვფრინდებით“, - განაცხადა მათითაშვილმა საზოგადოებრივთან საუბრისას. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ატლას გლობალის“ რეისი 4 საათითა და 30 წუთით აგვიანებს და ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 02:20 საათის ნაცვლად, 06:50 საათზე დაეშვება. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები მეხიკოში მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს
საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები მეხიკოში მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს
საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს.
წაკითხვა
პოლონეთში ამტკიცებენ, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავზე მომხდარი აფეთქების ხმა ლაინერის შავი ყუთის ჩანაწერებში აღმოაჩინეს
პოლონეთში ამტკიცებენ, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავზე მომხდარი აფეთქების ხმა ლაინერის შავი ყუთის ჩანაწერებში აღმოაჩინეს
პოლონეთში ამტკიცებენ, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავზე მომხდარი აფეთქების ხმა ლაინერის შავი ყუთის ჩანაწერებში აღმოაჩინეს.
წაკითხვა
„მსოფლიოში ყველაზე უსარგებლო აეროპორტმა“ პირველი რეგულარული რეისი მიიღო და თანაც, 45 წუთის დაგვიანებით
„მსოფლიოში ყველაზე უსარგებლო აეროპორტმა“ პირველი რეგულარული რეისი მიიღო და თანაც, 45 წუთის დაგვიანებით
წმინდა ელენეს კუნძულზე მდებარე აეროპორტმა
წაკითხვა
კოტ-დ'ივუარის სანაპიროებთან თვითმფრინავი ჩამოვარდა
კოტ-დ'ივუარის სანაპიროებთან თვითმფრინავი ჩამოვარდა
სამხედრო თვითმფრინავი აფრიკაში, კოტ-დ'ივუარის სანაპიროსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი უცნობია, თუმცა BBC-ის ინფორმაციით თვითმფრინავი ძლი
წაკითხვა
საფრანგეთში მცირეძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში მცირეძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში მცირეძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
წაკითხვა
Air France-ის თვითმფრინავმა კანადაში საგანგებო დაშვება განახორციელა - ავიალაინერის ძრავა ფრენის დროს დაიშალა
Air France-ის თვითმფრინავმა კანადაში საგანგებო დაშვება განახორციელა - ავიალაინერის ძრავა ფრენის დროს დაიშალა
Air France
წაკითხვა
გმირი ლაბრადორი, რომელმაც მექსიკაში მიწისძვრის დროს 52 ადამიანი გადაარჩინა
გმირი ლაბრადორი, რომელმაც მექსიკაში მიწისძვრის დროს 52 ადამიანი გადაარჩინა
ძაღლი სახელად ფრიდა მექსიკის გმირად იქცა. მან მეხიკოს მიწისძვრის დროს ადამიანების სიცოცხლის გ
წაკითხვა
სტამბოლის ათათურქის აეროპორტში საჰაერო ხომალდების მიმოსვლა აღდგა
სტამბოლის ათათურქის აეროპორტში საჰაერო ხომალდების მიმოსვლა აღდგა
სტამბოლის ათათურქის&l
წაკითხვა