საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

დავით ნარმანიამ 26 მაისის მოედანზე სამუშაო შტაბის სხდომა გამართა

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-19 00:37:00

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ 26 მაისის მოედანზე სამუშაო შტაბის სხდომა გამართა და შაბათ-კვირას პეკინის ქუჩაზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.  

თბილისის მერმა შტაბის სხდომაზე დავალებები გასცა, ასევე, განისაზღვრა უახლოესი რამდენიმე დღის გეგმა, რაც დავით ნარმანიას  განცხადებით, პროცესში ჩართული სამსახურების კოორდინირებული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია.  

თბილისის მერმა მძღოლებსაც მიმართა. 

„მოვუწოდებთ მძღოლებს, რომ ვინაიდან სამუშაო კვირაა და ავტომანქანების რაოდენობა მეტი იქნება, თუ აუცილებელი საქმე არ აქვთ, მოერიდონ ამ უბანში გადაადგილებას. საპატრულო პოლიცია და ქალაქის მერიის ტრანსპორტის სამსახური კოორდინირებულად მუშაობს იმისათვის, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ავტომანქანები გადაერთვებიან სწორი მიმართულებით და მაინც მოერიდებიან იმ უბნებს, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სამუშაო შტაბში გამართულ სხდომას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, თბილისის მთავრობის, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ და კომპანია „ბლექ სი გრუპის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
წყალკანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქობულეთის ქუჩაზე
წყალკანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქობულეთის ქუჩაზე
ქობულეთის ქუჩაზე შიდა წყალკანალიზაციის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყ
წაკითხვა
პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს
პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს
პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს, - ამის შესახებ
წაკითხვა
პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარის გაფართოება იგეგმება
პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარის გაფართოება იგეგმება
პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარის გაფართოება იგეგმება. 
წაკითხვა
როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები პეკინის ქუჩაზე
როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები პეკინის ქუჩაზე
პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს დღეს თბილისის ვიცემერმა, “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენლებმა და ტრანსპორტის
წაკითხვა
დავით ნარმანია - მოვუწდებ მძღოლებს, თუ აუცილებელი საქმე არ აქვთ ამ უბანში, მოერიდონ გადაადგილებას
დავით ნარმანია - მოვუწდებ მძღოლებს, თუ აუცილებელი საქმე არ აქვთ ამ უბანში, მოერიდონ გადაადგილებას
მოვუწდებ მძღოლებს, იქიდან გამომდინარე, რომ ხვალიდან სამუშაო კვირაა და მანქანების რაოდენობა იმატებს, თუ აუცილებელი საქმე არ აქვთ ამ უბანში,
წაკითხვა
პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია - საკოორდინაციო შტაბში მორიგი შეხვედრა გაიმართა
პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია - საკოორდინაციო შტაბში მორიგი შეხვედრა გაიმართა
დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. 
წაკითხვა
შეფერხებული მოძრაობა ჟვანიას მოედანზე და საცობი შარტავას ქუჩაზე - პეკინზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
შეფერხებული მოძრაობა ჟვანიას მოედანზე და საცობი შარტავას ქუჩაზე - პეკინზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, დილიდან შეფერხებულია მოძრაობა. განსაკუთრებით რთული ვ
წაკითხვა
სარეაბილიტაციო სამუშაოები - პეკინის გამზირი ღამით ცალმხრივად გადაიკეტა
სარეაბილიტაციო სამუშაოები - პეკინის გამზირი ღამით ცალმხრივად გადაიკეტა
პეკინის გამზირი ღამით ცალმხრივად გადაიკეტა. დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად სპეციალურმა ტექნიკამ მუშაობა უკვე დაიწყო. &l
წაკითხვა
564

უახლესი