საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

კონსტიტუციური კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნის სრული ტექსტი 19 ივნისს გამოქვეყნდება

გამოქვეყნებულია 2017-06-19 00:22:00

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნის სრული ტექსტი მის ვებგვერდზე ორშაბათს, 19 ივნისს გამოქვეყნდება. 

კომისიის მიერ პროექტის შესახებ მომზადებული დასკვნის განხილვის შემდეგ, 16 ივნისს გავრცელებულ პრესრელიზში კომისიამ აღნიშნა, რომ „შემოთავაზებული რეფორმა დადებით შეფასებას იმსახურებს, ვინაიდან ხელს შეუწყობს საქართველოს პოლიტიკური სისტემის განვითარებას საპარლამენტო სისტემასთან მიმართებაში და პარლამენტის ძალაუფლებას განამტკიცებს“. 

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, პროპორციულ საარჩევნო სისტემის დამკვიდრება მისასალმებელია, ვინაიდან არსებული შერეული სისტემა მმართველ პარტიას საშუალებას აძლევდა, სრული უმრავლესობით ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში. 

„ასევე, დადებით კონტექსტში აღინიშნა  თანამშრომლობა  საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს მთავრობამ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ვენეციის კომისიისთვის მიუღებელ არავითარ ცლილებებს კანონში არ შეიტანს. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემის დამკვიდრება მისასალმებელია, ვინაიდან არსებული შერეული სისტემა  მმართველ პარტიას საშუალებას აძლევდა სრული უმრავლესობით ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში. 

დადებითი ნაბიჯები ამ მიმართულებით გარკვეულწილად სამი მექანიზმით არის შეზღუდული: 5%-იანი ბარიერის არსებობა საპარლამენტო არჩევნებში და ამ 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი გაუნაწილებელი ხმები მიენიჭება მმართველი პარტიისა და კოალიციისთის.  ამავდროულად, 5%-იანი ბარიერი ევროპულ სტანდარტებს სრულიად შეესაბამება, რაც, საერთო ჯამში, ამცირებს მცირე პარტიებისთვის საშუალებას, პარლამეტში იყვნენ წარმოდგენილნი. ვენეციის კომისიის სესიაზე განხილული ქნა შემდეგი საკითხი, - საქართველოს მთავრობა მუშაობს გაუნაწილებელი ხმების მექანიზმზე. ასევე სესიაზე ითქვა, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის პრესრელიზში, რომელიც ვენეციის კომისიის სესიის შემდეგ გავრცელდა. 

პრესისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში პრეზიდენტის არჩევის წესზეცაა საუბარი. კომისია აცხადებს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.  

„მივესალმებით, რომ ახალი სისტემა არ იქნება გამოყენებული მომავალი წლის არჩევნებში და ის 2023 წლიდან ამოქმედდება“, - აღნიშნულია ვენეციის კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამასთან, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ არჩევნებში უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს უპირობო და მუდმივი პრიორიტეტი. რაც შეეხება ბიუჯეტს, ვენეციის კომისია იმეორებს წინა რეკომენდაციას, რომ პარლამენტის როლი გაზრდილი უნდა იყოს. 

ამასთან, ინფორმაციაში საუბარია კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრისა და პარლამენტის არჩევის წესის შესახებაც. 

„ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით - ვენეციის კომისიამ მიიჩნევს, რომ ცვლილებების პროექტი, სადაც ქორწინება არის განმარტებული, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი, არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ერთნაირ სქესიანი სამოქალაქო პარტნიორობის აკრძალვად. საქართველო, ისევე როგორც ევროპის საბჭოს სხვა წევრი სახელმწიფოები, ვალდებულია, რომ შეესაბამებოდეს ევროპული სამართლოს სტანდარტებს“, - აღნიშნულია პრესრელიზში. 

გარდა ამისა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ რელიგიური თავისუფლება უნდა იყოს აღიარებული და მიზანშეწონილია ბავშვთა უფლებების აღიარებისა და დაცვისთვის კონსტიტუციური ცვლილებების დანერგვა. 

„სასიამოვნოა, რომ ხდება დისკრიმინაციის საფუძვლებზე საუბარი, რაც სასამართლოს და კანონს აძლევს საშუალებას, თითოეული შემთხვევას შესაბამისი კუთხით მიუდგეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

სესიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრალამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე. 

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და ვენეციის კომისიის მოსაზრებების შესახებ კომისიის ხელმძღვანელმა, ჯანი ბუკიკიომ „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად შედიოდა პრეზიდენტი ჩიხში, მით უფრო აგრესიული ხდებოდა მისი მოქმედება, რაც არ შეშვენის სახელმწიფოს მეთაურს
ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად შედიოდა პრეზიდენტი ჩიხში, მით უფრო აგრესიული ხდებოდა მისი მოქმედება, რაც არ შეშვენის სახელმწიფოს მეთაურს
რაც უფრო მეტად შედიოდა პრეზიდენტი ჩიხში,
წაკითხვა
115 დეპუტატის თანხმობით, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მხარდაჭერილია
115 დეპუტატის თანხმობით, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მხარდაჭერილია
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომას, სადაც მთავარი კანონის პროექტის განხილვა რამდენიმე საათი
წაკითხვა
სადავო საარჩევნო კოდექსი - რას ითხოვს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი
სადავო საარჩევნო კოდექსი - რას ითხოვს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პოლიტიკური უთანხმოების ერთადერთი მიზეზი არ არის. თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების წინ დავის საგანი
წაკითხვა
მმართველმა  გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო  - პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მუხლობრივად განიხილეს
მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო - პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მუხლობრივად განიხილეს
მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვას იწყებს. კორექტირებულ ვარიანტს დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე აცნობს.
წაკითხვა
საქართველოში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ჩამოვა
საქართველოში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ჩამოვა
საქართველოში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ჩამოვა. საზოგადოებრივის ინფორმაციით, ჯანი ბუკიკიო მონაწილეობას მიიღებს ევროპის საკონ
წაკითხვა
საკონსტიტუციო ცვლილებების პროქტის პირველი მოსმენით დამტკიცებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ
საკონსტიტუციო ცვლილებების პროქტის პირველი მოსმენით დამტკიცებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას ეხმაურებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
წაკითხვა
უჩა ნანუაშვილის აზრით, ზოგიერთ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით სახალხო კონსენსუსი არ არსებობს
უჩა ნანუაშვილის აზრით, ზოგიერთ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით სახალხო კონსენსუსი არ არსებობს
ვენეციის კომისიის დასკვნა სრულად შესწავლილი არ არის, თუმცა მას უკვე განიხილავენ და საკონსტიტუ
წაკითხვა
საპარლამენტო კომიტეტის ფორმატში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
საპარლამენტო კომიტეტის ფორმატში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავე
წაკითხვა
653

უახლესი